ამ ქალმა 2500 ბავშვი გადაარჩინა... 2007 წლამდე ირენ სანდლერის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. მისი სახელი და გვარი არქივში იმ გოგონებმა მოიძიეს, რომლებიც გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ამზადებდნენ რეპორტაჟს. არავინ ელოდა, რომ ეს ქალბატონი ცოცხალი იქნებოდა, თუმცა...
როგორც გაირკვა, მეორე მსოფლიო ომის დროს მან ვარაშვის გეტოდან 2 500 ბავშვი გადაარჩინა. იმ დროს ირენიპოლონეთის იატაკქვეშა ორგანიზაციის, ებრაელთა დახმარების საბჭოს (Zegota) წევრი იყო.
როდესაც გეტოში არაებრაელებს აღარ უშვებდნენ, ირენმა მოახერხა იმდენი, რომ ვარშავის ეპიდემიოლოგიური კონტროლის დეპარტამენტის საშვი მოიპოვა. ასე მას შეეძლო შესულიყო გეტოს ტერიტორიაზე და დახმარებოდა ბავშვებს. ხშირად ამარაგებდა მათ საკვებითა და წამლებით, მთავარი კი ის არის, რომ ახერხებდა ზოგიერთი მათგანის იქიდან გამოყვანას.
საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ირენი ყველა გადარჩენილი ბავშვის სახელსა და გვარს იწერდა იმ იმედით, რომ როდისმე მათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას მოახერხებდა. ფურცლებს, რომლებზეც სახელები და გვარები იყო ჩანიშნული, სანდლერი მინის ქილაში ათავსებდა და მიწაში მარხავდა. საერთო ჯამში სულ 2 500 ბავშვის სახელი და გვარი აღმოაჩინეს. ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული.
ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.
1943 წელს ნაცისტებმა სანდლერი დააპატიმრეს. ქალბატონი საშინლად აწამეს, დაამტვრიეს ხელ-ფეხი, თუმცა მან ინფორმაცია არ გასცა. მაშინ ნაცისტებმა მისი დახვრეტის ბრძანება ასცეს, თუმცა Zegota-მ მისი გადარჩენა მოახერხა - მათ მოისყიდეს მცველი და ირენი გააპარეს, სანდლერს კი სახელი და გვარი შეუცვალეს, სიცოცხლის ბოლომდე ის სხვისი სახელითა და გვარით ცხოვრობდა.
ეს ქალბატონი 2008 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კანდიდატურა მსოფლიოს ნობელის პრემიის გადასაცემად წარადგინეს, თუმცა მან ეს ბრძოლა ამერიკის პრეზიდენტის კანდიდატთან, ალბერტ გორთან წააგო.