ორიოდე დღის წინ, 39 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა დანით უმოწყალოდ დაჭრა... თბილისში, ორიოდე დღის წინ, 39 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა დანით უმოწყალოდ დაჭრა. ნინო რუბაშვილი კლინიკაში 10-მდე ჭრილობით მიიყვანეს, რომელსაც ყოფილი ქმარი თავს საკუთარ სახლში, მძინარეს დაესხა. მან ჯერ ქალის გაგუდვა სცადა, სცემა, შემდეგ კი დანით დაჭრა.
ხმაურზე გაღვიძებულმა ქალის მშობლებმა და შვილებმა მათი გაშველება სცადეს, თუმცა ყოფილი სიძე თავს დაესხა ნინო რუბაშვილის მოხუც მშობლებსაც, რომლებიც ასევე დანით დაჭრა. "ვხედავდი როგორ ურტყამდა დედას, ვცადე გამეჩერებინა, თუმცა არ დამინახავს დანა თუ ეჭირა ხელში... ის სახლში უკანა კარიდან შემოიპარა და მძინარე დედაჩემს დაესხა
თავს", - ყვება ნინო რუბაშვილის ქალიშვილი. მოძალადე მამაკაცმა მიმალვა შეძლო. პოლიციამ მისი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. ნინო რუბაშვილი და მისი მშობლები საავადმყოფოში დღემდე რჩებიან, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
"როცა მოვედი სამივე დასისხლიანებული დამხვდა, ჩემი და შემოსასვლელში იყო დაჭრილი, მამაჩემი ოთახში, დედაჩემიც დაჩეხილი იქვე იყო", - ყვება "რუსთავი 2"- ის სიუჟეტში ნინო რუბაშვილის და თეა რუბაშვილი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო