ერთი ექთნის აღმოჩენა, რომელიც ძალიან ბევრმა აიტაცა არ არსებობს ბავშვი, რომელიც სიამოვნებით სვამდეს წამალს. თუ უფროსებს შეგვიძლია ავუხსნათ წამლის დალევის აუცილებლობა, პატარასთან ცოტა რთულია ამ საკითხის მოგვარება.
დიდი ბრიტანეთის ბავშვთა საავადმყოფოს მედდამ გადაჭრა ეს პრობლემა, რომელიც აქტუალურია როგორც მედიკოსებისთვის, ასევე ახალბედა მშობლებისთვისაც. 1 წლამდე ბავშვისთვის წამლის მიცემა არც თუ ისე ადვილია. ზოგიერთი პატარა უარს აცხადებს ტკბილ სიცხის დამწევ პრეპარატზეც კი და რეაგირებს ღებინებით.
აი რას გვთავაზობს ჰელენა: შპრიც-დოზატორს (რომელშიც წამალია მოთავსებული) წამოაცვით ბავშვის ბოთლის ზედა ნაწილი და ისე "შესთავაზეთ " პატარას.
"არც ერთი წვეთი არ დაქცეულა", - წერს თავის პოსტში მედდა.
რჩევა აღმოჩნდა მართლაც მოთხოვნადი: 100 000-მდე ადამიანმა გაუზიარა ეს ინფორმაცია თავის მეგობრებს და დატოვეს მადლიერების უამრავი კომენტარი.