როგორ ზრდიან ყოველმხრივ უზრუნველყოფილი მშობლები შვილებს და რა შედეგებს აღწევენ. მილიარდერების მიმართ მედიის ინტერესი არა მხოლოდ მათი სიმდიდრის გამოთვლაში ვლინდება, მათ ყველა მხრიდან აკვირდებიან, ეცნობიან ოჯახის წევრებს და ინტერესდებიან მათი საქმიანობით. განსაკუთრებით აინტერესებს საზოგადოებას, როგორ ზრდიან ყოველმხრივ უზრუნველყოფილი მშობლები შვილებს და რა შედეგებს აღწევენ.
გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერმა" მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების, ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის შვილები გააცნო საკუთარ მკითხველს.
ბილ და მელინდა გეითსებს სამი შვილი ჰყავთ: ჯენიფერი, რორი და ფოები, რომლებიც მშობლების გადაწყვეტილებას, საკუთარი ქონებიდან 89 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარონ, სიამაყით შეხვდნენ.
გეითსის უფროსი შვილი, ჯენიფერი, სტენფორდის უნივერსიტეტის უფროსკურსელია და ამავდროულად ირიცხება ამერიკის ცხენოსანთა ეროვნულ ნაკრებში. მიუხედავად მამის სტატუსისა, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურისა ტექნოლოგიების სამყაროში, ჯენიფერს ტექნიკასთან მწირი შეხებით გაიზარდა. ამ დროისთვის ის ეგვიპტელ ცხენოსან, ნაიელ ნასარს ხვდება, რომელიც ჯენიფერის მსგავსად ასევე სტენფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
წაიკითხერთ ასევე: მილიარდერები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ
გეითსების უმცროსი შვილი, 15 წლის ფოები ლეკსიჯის სკოლის მოსწავლეა. ეს გახლავთ კერძო სკოლა წელიწადში 33,000 დოლარის გადასახადით და ის სიეტლში მდებარეობს.
გეითსების ერთადერთი ვაჟი კი 18 წლის გახდა და მან უკვე დაამთავრა ლეიკსაიდის სკოლა. როგორც ბილ გეითსის მეუღლე ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში წერს, რორი არის „გულისხმიერი და მოყვარული“ პიროვნება, რომელსაც უყვარს პაზლები და არის საამაყო ფემინისტი.