არაერთი მშობლისგან გვსმენია, თუ როგორ ძალიან სურს, ბავშვს შეაყვაროს მხატვრული ლიტერატურა და წიგნის კითხვა... არაერთი მშობლისგან გვსმენია, თუ როგორ ძალიან სურს, ბავშვს შეაყვაროს მხატვრული ლიტერატურა და წიგნის კითხვა. ამ მხრივ, უფროსებმა საკუთარ საწადელს ადვილად რომ მიაღწიონ და თანამედროვე ბავშვებისთვის წიგნი საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ როდის და რა ფორმით დააწყებინონ ბავშს წიგნების კითხვა. ამასთანავე კარგი იქნება, თუ წიგნების შერჩევისას არჩევანს ისეთ წიგნებზე გააკეთებენ, რომელთა თემატიკა თანამედროვე ბავშვების ხასიათზე იქნება მორგებული.
რადგან ზამთარია და საახალწლო არდადეგები იწყება, ეს საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ შვილებს წიგნების მიმართ ინტერესი გავუღვივოთ და მათი თავისუფალი დრო მეტად პროდუქტიული გავხადოთ. შესაბამისად, გთავაზობთ საბავშვო წიგნების ტობ 5-ეულს, რომელიც ბავშვებმა ზამთარში უნდა წაიკითხონ.
"საშობაო ამბავი"
ეს უნიკალური წიგნია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბავშვს კითხვა თამაშ-თამაშით შეაყვაროთ. ეს არის წიგნების ნაკრები, რომლის შეძენის შემდეგაც, მკითხველს შესაძლებლობა ექნება საინტერესო საშობაო ამბავი წაიკითხოს, შემდეგ დამატებით 2 მინი წიგნს გაეცნოს საახალწლო ჯადოსნური ამბების შესახებ და 70 ნაწილისგან შედგენილი უზარმაზარი პაზლიც ააწყოს.
გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული, განსხვავებული დიზაინითა და ორიგინალური ილუსტრაციებით სრულიად შეესატყვისება მწერლისეული თხრობის ინდივიდუალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მანერას. ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია.
"წრიპა ბიჭის დღიური"- ჯეფ კინი
"წრიპაბიჭის დღიური" მსოფლიო ბესტსელერია, რომლის 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული მსოფლიოს 90 ქვეყანაში. ეს არაის მხიარული ამბავი გრეგ ჰეფლიზე, რომელიც ისეთ სკოლაში სწავლობს, სადაც ბავშვებს ჯერ ტანი არ აუყრიათ და "შკაფებთან" ერთად ამყოფებენ, ისეთ "შკაფებთან" პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით.
ჩემი პირველი ბიბლია
ამ წიგნში თავმყორილია მშვენიერი ამბები ბიბლიიდან. ბავშვები გაეცნობიან ძველი აღთქმის დიდებულ გმირებს - ნოეს, აბრაამს, მოსესა და სოლომონს. ახალი აღთქმიდან კი - იესოს ქადაგებებსა და საქმეებს. წიგნი დაწერილია მარტივი ენით, ახლავს მშვენიერი ილუსტრაციები. იგი შესანიშნავი საშუალებაა ბიბლიასთან საზიარებლად.
პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
ეს არის საბავშვო შემეცნებითი წიგნი, რომელიც ცრხა ნაწილისგან შედგება და უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს, ასევე ასობით კითხვას პასუხობს. მარტივი, ადვილად წასაკითხი და დეტალური ილუსტრაციები მსოფლიო ისტორიის, გეოგრაფიის, ადამინის ორგანიზმის, ცხოველთა სამყაროსა და კოსმოსის უკეთ შეცნობაში ეხმარება მოსწავლეს.
ვფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან ადვილად მოახერხებთ თქვენი შვილის ინტერესების გათვალისწინებით სასურველი ლიტერატურის შერჩევას. ინფორმაციისთვის, შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" დიდი საახალწლო ფასდაკლება უკვე დაიწყო და უამრავი წიგნის შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი.