ბიჭი ჰყვება, როგორ დასცინიან სკოლაში უცნაური ცხვირის გამო, სასადილოში საჭმელს ესვრიან... რამდენიმე დღის წინ პატარა კიტონ ჯონსის დედამ ფეისბუქზე ემოციური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კიტონი ჰყვება, როგორ დასცინიან სკოლაში ცხვირის გამო, სასადილოში საჭმელს ესვრიან...
დედის თქმით, შვილი სკოლიდან სასწრაფოდ წამოიყვანა, რადგან სასადილოში შესვლის და ბავშვების რეაქციის ეშინოდა.
"ისინი ჩემს ცხვირს დასცინიან. მახინჯს მეძახიან.
უბრალოდ საინტერესოა, რატომ აკეთებთ ამას? რა არის ამის აზრი? რატომ გსიამოვნებთ ის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ბოროტებას უკეთებთ? ეს ნორმალური არაა. განსხვავებულობის გამო ადამიანები არ უნდა გააკრიტიკოთ" - ამბობს კიტონი.
მის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურნენ მსოფლიო ვარსკვლავებიც.
კიტონს მხარდაჭერა გამოუცხადა Stranger Things-ის ახალგაზრდა მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმაც და მასთან მეგობრობის სურვილი გამოთქვა. Avangers-ის ვარსკვლავმა, კრის ევანსმა კი ბიჭი დედასთან ერთად ლოს-ანჟელესში ფილმის მსოფლიო პრემიერაზე დაპატიჟა.
10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!
კიტონის გულწრფელ ვიდეოს გამოემხაურნენ მარკ რუფალო, პატრიცია არკეტი, რიკი მარტინი, კეტი პერი, სნუფ დოგი, მარკ ჰამილი, ჯასტინ ბიბერი და ა.შ. იხილეთ ვიდეო