დიასახლისებმა ძალიან მოიწონეს ეს რეცეპტი ეს რეცეპტი "დედების სამზარეულოში" ელენე ჯანაშიამ გაუზიარა დიასახლისებს და დიდი მოწონებაც ხვდა წილად:
"გავაკეთე ღორის თავისგან და ფეხებისგან.
ღორის თავ-ფეხი დიდ ქვაბში ჩადეთ და წყლით დაფარეთ, არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა.
მოსახარშად საჭიროა დახლოებით 7-8 საათი.
ძვლებისგან გაარჩიეთ ხელით, ხორცი წვრილად დაჭერით.
ბულიონი გადაწურეთ და ისევ გააგრძელეთ ხარშვა, სანამ არ განახევრდება, გემოვნებიით დაუმატეთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, სტაფილო, 1 თავი ხახვი და 4-5 კბილი ნიორი (ნიორს მე ბოლოს ვამატებ), 1 ჭიქა თეთრი ღვინო და მარილიც ბოლოს.
წინასწარ გამზადებულ ღრმა ჭურჭელში ჩააწყვეთ ლამაზად დაჭრილი სტაფილო. შემდეგ ჩაასხით ხორციანი ნახარში. კარგად რომ გაცივდება, შედგით მაცივარში. 1-2 საათში შედედდება. უმჯობესია მთელი ღამე დატოვოთ მაცივარში და შემდეგ გადმოაბრუნოთ ჭურჭლიდან და მოათავსოთ თეფშზე."