"მე მყავს სამი ანგელოზი, რომელთა გამო დაუფიქრებლად გავივლიდი იგივე გზას..." ეს ქალბატონი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილს გამოეხმაურა და თავისი ამბავი მოყვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შენს წერილს რომ ვკითხულობდი, ჩემი თავი წარმომიდგა... 29 წლის ვარ 3 შვილი მყავს: 7, 4 და 1,5 წლისები. მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად მარტო ვცხოვრობთ ქირით, ერთოთახიანში. ჩემი მეუღლე მუშაობს და როცა სახლშია, მაშინაც არ იწუხებს თავს დახმარებით - დასვენება მინდაო...
მესამეზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ, მთელი ორსულობა ვტიროდი, ვიცოდი რაც მელოდა. უფროსი მაგ დროს მიდიოდა სკოლაში და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ყურადღება და დრო სჭირდებოდა. წარმოიდგინეთ სურათი - მე და უფროსი გოგო მაგიდასთან ვმეცადინეობთ, შუათანა ხელში მიჭირავს და პატარა ეტლში... როცა ტიროდა, მასაც ხელში ვიჭერდი...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ჩემი მესამე დაიბადა მძიმე ასფიქსიით, 48 საათი არ მომიყვანეს ბავშვი, ისე მძიმედ იყო - იმიტომ, რომ ძალიან დატვირთული ფეხმძიმობა მქონდა, შუათანა ხელში ქანაობით იძინებდა მხოლოდ და თან დედამთილთან და მამამთილთან ერთად ვცხოვრობდი, მუდმივ კონფლიქტსა და სიძულვილში...
ახლა ცოტა ამოვისუნთქე, წამოვზარდე როგორც იქნა და მადლობა უფალს, რომ სამივე მყავს... მერე რა, რომ 8 წელია სახლში ჩავიკეტე, დავკარგე ბევრი მეგობარი, რადგან მათთან ერთად ვერ დავდიოდი ხშირად... მე მყავს სამი ანგელოზი, რომელთა გამო დაუფიქრებლად გავივლიდი იგივე გზას..."