მათ ორჯერ მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ გადასცენ თავიანთი ინტელექტი პატარას ყველა კითხულობს: საიდან ასეთი ბრწყინვალე ინტელექტი? რა თქმა უნდა, დედისგან! კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებით დამტკიცდა, რომ ბავშვები ინტელექტს მემკვიდრეობით დედისგან იღებენ.
როგორც ცნობილია, ბავშვებს გადაეცემათ როგორც დედის, ასევე მამის გენები. საქმე ისაა, რომ თუ საქმე ეხება გენოკოდს, რომელიც მონაწილეობას იღებს მომავალი ბავშვის ინტელექტის ფორმირებაში, მაშინ ამ პროცესში ერთვება დედის გენები. "გენ ინტელექტი" მდებარეობს Х-ქრომოსომაში. იმდენად, რამდენადაც ქალებს აქვთ ორი Х ქრომოსომა, მათ ორჯერ მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ გადასცენ თავიანთი ინტელექტი პატარას. ერთ-ერთი ასეთი კვლევა ამ სფეროში ჩატარდა 1984 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში. მაშინ მეცნიერებმა გააანალიზეს ტვინის ევოლუცია და გენომის კონდიციონირება და დაასკვნეს, რომ დედის გენები დიდ როლს ასრულებს ნაყოფის თავის ტვინის სააზროვნო ცენტრების განვითარებაში.
გენეტიკოსების დასკვნა: ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში!
გარდა ამისა, უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ მამის Х ქრომოსომა პრაქტიკულად არავითარ ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის ტვინის ფორმირებაზე. მაშინ როცა, დედის ХХ ქრომოსომა უშუალოდ ზემოქმედებს ნაყოფის ტვინის ფორმირებაზე. ეს მუშაობს შემდეგნაირად: როდესაც "ინტელექტის გენი" გადმოდის დედისგან და მამისგან, მამის გენი დეაქტივირდება, რის შედეგადაც აქტიურდება დედის გენი.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ მამას არ შეაქვს ძირითადი გენეტიკური ნედლეული. ან ის, რომ ისინი არ მონაწილეობენ ნაყოფის ინტელექტის ჩამოყალიბებაში.
დედის გენები ზემოქმედებს ნაყოფის თავის ტვინის ქერქის ჩამოყალიბებაში, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერების, აზროვნების, ინტელექტის და ენების შესწავლაზე. მამის გენები პასუხისმგებელია ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე (სუნთქვა, კვება), ემოციებზე, შიმშილზე და სექსუალურ რეაქციებზე.