5 წლისა დამოუკიდებლად კითხულობდა ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ძველქართულად, 6 წლისამ კი ყველა ქვეყნის დედაქალაქის სახელი იცოდა ჩვენს საიტზე განთავსებულ ვიდეოს ირაკლი პაპიაშვილის შესახებ, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქის სახელი იცის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, მკითხველს უკეთ გავაცნოთ პატარა ვუნდერკინდი.
როგორ ირაკლის დედამ, შორენა თამაზაშვილმა გვითხრა, ჰერელმა (მისი მშობლები საინგილოდან არიან) ირაკლიმ ლაპარაკი ძალიან გვიან, 4 წლისამ დაიწყო. "როგორც კი ალაპარაკდა, ანბანით დაინტერესდა - ჟურნალ "საბავშვო კარუსელს'' ჰქონდა მაგნიტური ანბანი, ელოდებოდა ამ ასოებს და თავისით ისწავლა ჯერ ქართული, მერე - ინგლისური ანბანი. 5 წლისა უკვე დამოუკიდებლად კითხულობდა ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ძველქართულად (ასომთავრულად), - გვიამბობს ირაკლის დედა, - 5 წლის ასაკში დაინტერესდა მსოფლიო ატლასით - ჯერ დროშები მოეწონა, მერე დაიწყო ქვეყნები და დედაქალაქები, 6 წლის რომ იყო, იცოდა მთელი მსოფლიოს დედაქალაქები. მათემატიკა უყვარს ძალიან, ორჯერ გახდა ოლიმპიადის ფინალისტი, ერთი სეუს - ინტელექტში და გეპეის - კინგსში. ასევე ზეპირად იცის საგზაო ნიშნები.
ამჟამად 139-ე სკოლაში სწავლობს, მესამე კლასში გადავიდა. კარგი მოსწავლეა, მაგრამ აქტიური არ არის, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა კარგი მასწავლებელი შეხვდა - ამოიცნო ირაკლის ხასიათი და მიხვდა, როგორ უნდა მისდგომოდა".
ირაკლის წარმატებებს ვუსურვებთ და იმედი გვაქვს, კიდევ შეგვახსენებს თავს საკუთარი ნიჭიერებით.