საკეისრო კვეთისას გამჭვირვალე ფარდას აფარებენ და დედა ხედავს, როგორ ამოჰყავთ მუცლიდან მისი შვილი მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს ახალი ტრენდი-„გამჭვირვალე" საკეისრო კვეთა. ეს ნიშნავს, რომ მომავალ დედას შეეძლება თვალყური ადევნოს საკუთარი ოპერაციის მიმდინარეობას გამჭვირვალე ფარდის მეშვეობით.
ფოტოგრაფმა ალისია ლეონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები საოპერაციოდან, სადაც ჩვეული ქირურგიული ფარდის მაგივრად, გამჭვირვალე პლასტიკის ფარდაა გამოყენებული. ფუნქცია ერთი და იგივე აქვს. განსხვავება არის ის, რომ დედას და ასევე მის ახლობელს (მეუღლეს, დედას), ვინც ესწრება მშობიარობას, აქვს საშუალება თვალყური ადევნოს ბავშვის ამოყვანის პროცესს.
დედები, რომლებმაც უკვე თავის თავზე გამოსცადეს ახალი ტრენდი, სოციალურ ქსელში უზიარებენ მომავალ დედებს თავიანთ ემოციებს. „ ნამდვილი სასაწაულია! მე თვითონ ვიყავი მოწმე საკუთარი შვილის დაბადებისა, მინდოდა ყველა დეტალი მენახა, რისი საშუალებაც მომეცა . მადლობას ვუხდი ექიმებს ამ ემოციებისთვის". ალისა ლეონი თვლის, რომ ეს ინოვაცია მისასალმებელია:" მშობიარობის დროს დედას ახსოვს, როგორ თანაუგრძნობდნენ, როგორ გამოიყურებოდა, ახსოვს ყველაფერი, რაც საოპერაციოში ხდებოდა. მთავარი კი ის არის, რომ მას ახსოვს ის დაუვიწყარი ემოცია, რაც ბავშვის დაბადებს ახლდა თან".
"ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მეთოდი რომ დაინერგოს, ალბათ ბევრი ქალი უარს იტყვის მის გამოყენებაზე. გამომდინარე იქედან, რომ საკეისრო კვეთა არის საკმაოდ სერიოზული ოპერაცია და მისი ყურება, შესაძლოა, უბრალო დამსწრე ადამიანისთვის მეუღლისთვის ან მეგობრისთვისაც ძალიან მძიმე იყოს, ვთვლი, რომ არ არის რეკომენდირებული, ორსულმა უყუროს, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. შესაძლებელია, რომ უშუალოდ ბავშვის ამოყვანის პროცესში ჩამოვაფაროთ გამჭვირვალე ფარდა და ეს მომენტი მართლაც სასიამოვნო იქნება. რაც შეეხება ოპერაციის მსვლელობის ყურებას, ამას, ალბათ, ბევრი ქალი უბრალოდ ვერ გაუძლებს და შესაძლოა, ძალიან უარყოფითი შედეგი მოგვცეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში საკეისრო კვეთის ოპერაციას საკუთარი სურვილით ის ქალბატონები იკეთებენ, რომელთაც აქვთ მშობიარობის შიში, მათთვის „გამჭვირვალე" ფარდის პრინციპი უფრო დამთრგუნველი იქნება. დღეს არსებობს უამრავი მეთოდი იმისთვის, რომ საკეისრო კვეთის ოპერაცია ფოტო-ვიდეო მასალით შეინახონ სამახსოვროდ, რაც ბევრჯერ გაახსენებს ქალს ამ უბედნიერეს წუთებს.
იხილეთ ვიდეომოამზადა სალომე გორგოშიძემ