დროულად რომ არ გაუკეთო ცოფის ვაქცინა ადამიანს, რომელიც დაკბინა ცხოველმა, ცოფით მოკვდება, 100%-იანი სასიკვდილო დაავადებაა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "დღის შოუს ეთერში" იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინის დაიხარჯვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავითარი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა არ გავრცელებულა.
ძალიან მარტივად გეტყვით, ამ ვაქცინას ვიყენებდით მთელი 2015 წლის მანძილზე, ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული, იყო რეგისტრირებული საქართველოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა ამ ქარხნის შემოწმება. ვაქცინასთან კავშირი არა, მაგრამ თვითონ ქარხანაში აღმოჩნდა გარემოს ჰიგიენის წესების დარღვევა. იმდენად მკაცრია ის მოთხოვნები, რომ შეუჩერეს პრეკვალიფიკაცია ვაქცინას. აი ამაში იყო საქმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მაშინვე დავიწყეთ ცვლილება ვაქცინაში, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე შევცვალეთ ვაქცინა, მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში რა უნდა გვექნა, გასტრონომში ხომ არ იყიდება ეს ვაქცინა? ამას უნდა ტენდერის გამოცხადება მსოფლიო მასშტაბით. დაახლოებით თვესა და ათ დღეში ჩაენაცვლა ამ ვაქცინას სხვა ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ. ეს გახლდათ ცოფის ვაქცინა, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი ვაქცინა, რომელიც შეიძლება ვთქვათ ცოტა ადრე გაუკეთო ან ცოტა გვიან გავაკეთოთ. დროულად თუ არ გაუკეთე, ცოფის ვაქცინა ადამიანს, რომელიც დაკბინა ცხოველმა, ცოფით მოკვდება, 100%-იანი სასიკვდილო დაავადებაა და რისკი იმისა, რომ ეს ვაქცინა, რაიმეს გამოიწვევდა, არ არსებობდა.
ფაქტი ერთია, რომ 2015-16 წლებში ცოფიანობა არ გვაქონია, 2017 -შიც საბედნიეროდ ცოფი არ გვქონია ქვეყანაში და არც გართულება ამ ვაქცინის გამოყენიებისას არ ყოფილა. 2016 წლის თებერვლის დასაწყისში მივიღეთ ინფრმაცია, რომ პრეკვალიფიკაცია საწარმოს მოეხსნა, აქედან გამომდინარე უკვე მარტის შუა რიცხვებიდან მთელ საქართველოში დარიგდა ვაქცინის ახალი პარტია და ჩანაცვლდა ეს ვაქცინა. როცა ლაპარაკია 29 000 ათას, უნდა გვახსოვდეს, რომ საქათველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამაინი იცრება ცოფზე. ეს არის დაახლოებით 7 000 ადამიანის ასაცრელი დოზა".