"ახლა პირველ სკოლასთან ვიღაც ქალებს დავეტაკე და გადავკოცნე. არ ვიცი მათი რეაქცია, რადგან მერე იქვე, ოპერასთან მდგარ მუსიკოსებს გადავეხვიე"
ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ პატარა ეველინის დაბადების შესახებ საკუთარი ფეისბუქგვერდიდან აუწყა საზოგადოებას:
"მეგობრებო, პატარა ეველინი დაიბადა და გავხდი მამა. ყველაფერი კარაგდ არის. ვერ გპასუხობთ ტელეფონებზე და უნდა მაპატიოთ. ყველანი მიყვარხართ"
მოგვიანებით, ახალშობილის მამამ საკუთარი ემოციები კიდევ ერთი პოსტით გამოხატა:
"მეგობრებო, ბედნიერებას ოდესმე დაუნგრევიხართ? - პირდაპირი გაგებით-დანგრეული ხარ, ფეხზე დგომა გიჭირს, წელი გტკივა, მთლიანად მოშლილი ხარ...
- აი, მე დავუნგრევივარ
რამდენჯერმე მომიწია გარეთ გასვლა. დავდივარ ქუთაისის ქუჩებში და უამრავი ადამიანი მკოცნის. ისე მივეჩვიე ამ ამბავს, ვინც არ მიცნობს და არ მილოცავს, თვითონ ვკოცნი და ვულოცავ, აგერ, ახლა პირველ სკოლასთან ვიღაც ქალებს დავეტაკე და გადავკოცნე. არ ვიცი მათი რეაქცია, რადგან მერე იქვე, ოპერასთან მდგარ მუსიკოსებს გადავეხვიე. მართალია, ისინიც აზრზე არ იყვნენ, მაგრამ კიდე კაი, მიცნობდნენ მაინც.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც მომილოცეთ"- წერს ჟურნალისტი.