"ხმის აწევა და კონფლიქტი განშორებისთვის საკმარისი მიზეზი არ გახლავთ" სამწუხაროდ, ზოგჯერ სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც ინგრევა. ჯვარდაწერილ წყვილს, რომელიც გაყრისას კვლავ ახალგაზრდა ასაკშია, მეორედ ქორწინების სურვილი უჩნდება. როგორ ეყრება ჯვარდაწერილი წყვილი, რას ნიშნავს "ჯვრის აყრა" და რამდენჯერ გვაქვს დაქორწინების უფლება ეკლსიური წესების მიხედვით.
გვესაუბრება მღვდელმონაზონი ანდრია (სარია):
- ქორწინების საიდუმლო ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს და ცენტრალურ ადგილს იკავებს. ოჯახი მცირე ეკლესიას არის შედარებული, რისი დარღვევაც მკაცრად მოეთხოვება ნებისმიერ პირს: "რომელიც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს''... უფლისმიერი კურთხევა სასუფევლამდე უნდა მიყვეს ადამიანს. მცირე მიზეზი ვერასდროს გახდება ქორწინების დარღვევის საშუალება. ძალიან ბევრი საკითხი წამოიწევა ხოლმე ოჯახში, რასაც გაუგებრობა, ხმის აწევა და კონფლიქტი მოყვება, თუმცა ეს განშორებისთვის საკმარისი არ გახლავთ. შინაგანად ორივე მხარემ უნდა ისწავლოს დათმენა და ატანა. მცირე მანკიერებები გვაქვს, თუ არ ვებრძვით საკუთარ თავში ცუდ ჩვევებს, მოგვეჩვენება რომ კარგები ვართ და სხვას ვებრძოლოთ. მცირედის დაუთმენლობა აუტანლობაში გადაგვივა. სახარებისეული სწავლებით, გაყრა შესაძლებელია თუ რომელიმე მხარე ღალატით შებღალავს ოჯახურ სიწმინდეს
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- ჯვრის "აყრა'' ტერმინი არასწორია და ეკლესიის ისტორიაში ცნობილი არ გახლავთ. ქალი ან კაცი თუ დაქვრივდა ან რაიმე ისეთი მოხდა, რომელიც საეკლესიო სწავლებასთან შეუსაბამობაში მოდის და ერთადერთი საშუალება გაყრაა, ამ შემთხვევაში ნება ეძლევა ადამიანის მეორეჯერაც იქორწინოს, რადგან ეს მრუშობას სჯობს, თუმცა არ არის საუკეთესო გამოსავალი. მეორე და მესამე ქორწინებაზე მღვდელი კითხულობს სასინანულო ლოცვებს და წყვილს მოუწოდებს, უფალს შეავედრონ თავი და სინანულით იღვაწონ, რათა ბოროტმა დაბრკოლებას არ შეამთხვიოს. სახარებაში გვაქვს ნათელი პასუხი, იქ ყველანი ვიქნებით "ვითარცა ანგელოზი'', თუ მოვხვდით სასუფეველში და აღარ იარსებებს ადამიანური საზომები და ცოლ- ქმრობა.
თეა ცაგურიშვილი