56-ე ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა დავით სერგეენკო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებაზე - სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა გახდა.
მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს.
"პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებული არ იყო შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რით არის საშიში ჩუტყვავილა - ის არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში
მისივე თქმით, ჩუტყვავილას აქვს თავისი მერყეობა წლების განმავლობაში, თუმცა რაიმე გამოკვეთილი სიტუაცია, რომ წელს მნიშვნელოვნად მომატებულია, ასე ნამდვილად არაა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა.
ინტერპრესნიუსი