მისი ძმა 5 მარტს, იტალიის სასტუმროდან სწორედ იმიტომ გადმოხტა, რომ ის "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა ინტერნეტ-მომხმარებელი სალომე შ. სოციალურ ქსელში საკუთარი ძმის და ე.წ. "ლურჯი ვეშაპის" შესახებ წერს. სალომე შ-ს განმარტებით, მისი ძმა 5 მარტს, იტალიის სასტუმროდან სწორედ იმიტომ გადმოხტა, რომ ის "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.
"ეს არის სექტა "ლურჯი ვეშაპი" («голубой кит») რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით.
რატომ ვწერ?
2018 წლის 5 მარტს, როდესაც მშვიდად ვსეირნობდი მილანის ქუჩებში, სასტუმროში დაბრუნებულს დამხვდა ჯოჯიხეთური ამბავი. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის
აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! ჩემი სანდრო, რომელსაც სიმაღლის ისე ეშინოდა, რომ ლიფტის 5 თეთრსაც ვერ ჩამოგიგდებდა, სულ რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაგჭირვებოდა! ჩემი სანდრო, რომელსაც დაბადების წამიდან თვალებში შევციცინებთ და მის სუნთქვას ძილშიც კი ყურს ვუგდებთ! ჩემი სანდრო, მე რომ დავარქვი სახელი და მის ამ ქვეყნად მოვლენამდე "ძმას ვფიცავართქო" ვიფიცებდი და თავი უკვე დიდი მეგონა, უფროსი და ვხდებოდი! ჩემი სანდრო, რომელსაც ინდიგოს ვეძახი და ჩემი პირადი Google-ა, ყველაფერი რომ იცის სამყაროში და იმის იქითაც!
შსს თამაშ "ლურჯი ვეშაპის" შესახებ განცხადებას ავრცელებს
აი, ასეთ სანდროზე ვიგებ, რომ მერვე სართულიდან გადახტა!
გ ა დ ა რ ჩ ა ! სასწაულად, ისიც ისე გადარჩა, რომ გონებაც არ დაუკარგავს და საოპერაციომდე კომუნიკაბელური იყო! დღეიდან სანდრო ტერმინატორი დავარქვი.
ახლა კი რაც შეეხება მისი ქავერის ფოტოს და ადამიანებს, რომლებსაც გულები გაქვთ რეაქციებად! ვეჭვობ თქვენც ამ ლაბირინთში ხართ დაკარგული და დროა ვინმემ ხმა ამოიღოს! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ.
ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ! განაგრძეთ კითხვა