"მთელი ოჯახი, ბავშვებით, მეორე დღეს საბერძნეთში მიდიოდა" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახიჯვარში ტრაგედია დატრიალდა. "რავ 4" ტიპის ავტომანქანა სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგდაც 24 წლის ნინო თიბილაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე 30 წლის დავით კალიეჩევი და ამ უკანასკნელის დეიდაშვილი ნათია მინდიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყავნეს. დაშავებულები არიან ნინო თიბილაშვილის მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებიც ასევე კლინიკაში გადიან მკურნალობას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის მართვისას ექსპლოატაციის გაუფრთხილებლობას გულისხმობს.
მომხდარზე ადგილობრივი მცხოვრები ავთანდილ ჯანელიძე გვესაუბრება:
- საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მანქანა ჩვენივე სოფლის მაცხოვრებლის ჭიშკრის ბოძს ისეთი ძალით შეეჯახა, რომ საშინლად არის დეფორმირებული. ნინო საჭესთან იჯდა და ადგილზევე გარდაიცვალა, მის გარდა მანქანაში მყოფი ორი კაცი უმძიმესად დაშავდა. დათოს - ნინოს მეუღლეს სახის ძვლები და ნეკნები აქვს დალეწილი, ნათია კი გონს ჯერაც არ მოსულა - თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა, ხერხემალიც დაზიანებული აქვს. მანქანა სწორედ ნათიას საკუთრებაა, როგორც ჩანს, დედაშვილის ცოლს ასიამოვნა და საჭესთან დასვა, საბედნიეროდ, ბავშვები გადარჩნენ, რომლებიც უკან ისხდნენ მანქანაში. ნინო ჩვენს თვალწინ გაიზარდა, საყვარელი გოგო იყო... ამ საშინელების შემდეგ ორი პატარა უდედოდ დარჩა. განაგრძეთ კითხვა