რა უნდა გააკეთოთ, თუ დაკარგული ბავშვის დახმარება გინდათ თბილისში, ვაკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამვლელებმა 4 წლის ბავშვი იპოვეს, რომელიც მშობლებს დაეკარგათ... ეს ინფორმაცია გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც პოსტის ავტორი კომენტარებში განმარტავდა, დედა აფთიაქში შესულა და ბავშვი ცოტა ხნით გარეთ დაუტოვებია... გარეთ გამოსულს კი ვეღარსად დაუნახავს პატარა… პოსტს, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მშობელს ჰკიცხავდა და მათთვის ბავშვის ჩამორთმევაც "ეცოტავებოდა", ზოგს კი ბავშვის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნება და ზედ დართული ბავშვის ფოტო უფრო დიდ დანაშაულად მიაჩნდა.
საბოლოოდ, ბავშვის პოვნა პატრულის თუ ფეისბუქის დახმარებით, მალევე მოხერხდა. ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა და ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
თუმცა ბავშვის დაკარგვის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და არც მომავალში ვართ დაზღვეულები მსგავსი უსიამოვნებისგან. შესაბამისად, მშობელმაც და მპოვნელმაც უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს ამ დროს სწორად, რათა ინციდენტი რაც შეიძლება მალე, მინიმალური სტრესით და ზედმეტი პრობლემის გარეშე დასრულდეს.
როგორც შსს-ს წარმომადგენელმა, ნინო ცხადაძემ განმარტა, კავსაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში პატრული 40 წუთის შემდეგ ჩაერთო, რადგან მანამდე არავის დაურეკავს.
"თუ არ დარეკავენ, ვერასოდეს მივა პატრული!. ... ფეისბუკზე დაპოსტვას მსგავს სიტუაციაში ყოველთვის ჯობია 112-ზე დარეკონ. ამჯერად ყველაფერი კარგად დამთავრდა, ბედნიერად ჩავაბარეთ ბავშვი მშობლებს, არავინ გაწვალებულა."
სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ტატა გამყრელიძე:
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- მსგავს სიტუაციაში პირველი ზარი პატრულში უნდა განხორციელდეს! შემდეგ პატრული ჩვენ გვატყობინებს და პროცესში ვერთვებით. ერთობლივად მიმდინარეობს მუშაობა! ვცდილობთ, გავარკვიოთ, ბავშვი სად დაიკარგა, მოხდეს იდენტიფიკაცია... თუ ახლო-მახლოა მშობელი, შეუძლებელია, უახლოესი ერთი საათის განმავლობაში არ მოვიდეს.
ამ დროს რომ ბავშვი სხვაგან გადაიყვანო, შეიძლება პირიქით, მეტი სტრესი მიიღოს. უფრო მეტად აშორებ იმ ეპიცენტერს, სადაც მშობელი უფრო მალე მივა.
უნდა გავმიჯნოთ ორი შემთხვევა: როცა მშობელი ეძებს დაკარგულ ბავშვს, ან ბავშვი დაიკარგა და ეძებს მშობელს. შემთხვევა, როდესაც ბავშვი მეტყველია, იცის, ვისაც ეძებს, პირდაპირ მიმართავენ საპატრულოს... იქვე ხდება იდენტიფიკაცია და მარტივად ხდება ამ პროცესის მოგვარება.
თუ ვპოულობთ თოთო ბავშვს, ვერ ხდება იდენტიფიცირება, ვერ ვპოულობთ მშობელს, ჩვილი მაშინვე საავადმყოფოში გადაგვყავს... თუ ბავშვს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ხდება სახელმწიფო ზრუნვაში გადასვლა და სათანადო სერვისის მიწოდება: მინდბილობით აღზრდა, მცირე საოჯახო გარემო და ალტერნატიული ზრუნვის ფორმა...
- თუ დაკარგულია მოზრდილი ბავშვი და მშობელი საათების განმავლობაში ვერ ახერხებს მისვლას, სად არის ბავშვი იმ დროის განმავლობაში?
- ალერნატიულ სერვისში. გვაქვს მცირე საოჯახო სახლები, მინდობით აღზრდა, სხვადასხვა აღზრდის პროგრამები... ახლომდებარე ცენტრში განვათავსებთ, რომ მოიცადოს ბავშვმა რაც შეიძლება სასიამოვნო გარემოში. უზრუნველყოფილია კვება, დაძინება, პირველადი ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგება.
წაიკითხეთ ასევე:
დედა ამ ყველაფერს საკმაოდ უემოციოდ შეხვდა - დაკარგული ბავშვი და გულისხმიერი პატრული
მანანა გაბრიჭიძე