"ამერიკაში ხუთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა და ხუთივე ადამიანი ცნობილი პიროვნება გამხდარა"
6 წლის ანდორნიკე ქათამაძის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილის ვიდეო, რომელიც შებრუნებულად ამბობს სიტყვებს. მშობლისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს ფაქტი, რომ კითხვაც კი დასვა, თუ რა ჰქვია ამ ნიჭს.
ვიდეო, რომელიც დედამ შვილის ნიჭის შესახებ გაავრცელა
აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე ანდრონიკეს შესაძლებლობების მიმართ ინტერესი უამრავ ადამიანს გაუჩნდა და ასე მოხვდა პირველკლასელი, ბათუმელი ბიჭუნა "დილის ტალღის" ეთერში.
6 წლის ანდრონიკე ქათამაძე
თუ როდიდან აღმოაჩინეს ანდრონიკეში სიტყვების უკუღმა ლაპარაკის ნიჭი და კიდევ რა უნარებს ფლობს 6 წლის ბიჭუნა, ამის შესახებ მისი დედა მანანა ტარიელაძე გვესაუბრება.
- დაახლოებით, 3-4 კვირაა, რაც ანდრონიკეს შევამჩნიე სიტყვების შებრუნებულად ლაპარაკის ნიჭი. მამა ამბობს, რომ მე მანამდეც შევამჩნიეო. პირველკლასელი, საღად მოაზროვნე ბავშვია ზოგადად, მაგრამ მსგავსი რამ ადრე არ შემინიშნავს და როცა კი აღმოვაჩინე, დავიწყე გამოკვლევა, თუ რასთან გვქონდა საქმე. მე თვითონ პედაგოგი ვარ და დავინტერესდი, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მისი გონება და მეხსიერება.
- მითხრეს, რომ ამერიკაში ხუთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა და ხუთივე ადამიანი ცნობილი პიროვნება გამხდარა. მათ შორის ერთი მსოფლიო ჩემპიონი ყოფილა ჭადრაკში. აღნიშნავენ, რომ მათემატიკური მიმართულებით არიან განვითარებული ამ შეასძლებლობის ადამიანები. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთანაც არის ასეთი შემთხვევები, ზოგი სიტყვას ამბობს უკუღმა, ზოგი უკუღმა კითხულობს, თუმცა წინადადებებს ამბობდეს უკუღმა და სიმღერებს მღეროდეს, ასეთი მხოლოდ ანდრონიკეა.
- როგორც აღვნიშნე, პირველკლასელია და 20-მდე ანგარიშიც კი უჭირთ ბავშვებს მის ასაკში, ეს კი ათასის ფაგლებში ანგარიშობს. რაღაც კომბინაციებით, მომენტალურად აქვს მე-5 კლასის მათემატიკის მაგილითებზე პასუხი და ზეპირად ამბობს. გამრავლების ტაბულაც იცის 5-მდე. ნებისმიერ ლექსს წაიკითხავს და სამი წაკითხითვით უკვე ზეპირად იცის... გემის კვეთაზე დადის და მასაწვლებელი გაოგნებულია. ცეკვაზეც დაგვყავს. თითქმის ყველა მიმართულებით ავლენს გარკვეულ ტალანტს. ხატვაც უყვარს. ახლა მაგალითად, მეკობრეების ისტორიით არის გატაცებული.
- ორი და ჰყავს. ერთი წლით პატარა და ერთი წლით დიდი.
ანდრონიკეს დედამ სპეციალურად mshoblebi.ge-სთვის გადაღებული ვიდეოც მოგვაწოდა.
ნიჭიერი ბიჭუნა, რომელიც სიტყვებს შებრუნებულად ამბობს
რუსკა კილასონია