შრომა და მეცადინეობა ნამდვილად არ ეზარება, მაგრამ ეს ხომ საკმაოდ დიდი დატვირთვაა, რომელსაც ახალგაზრდები ყოველთვის ვერ უძლებენ დედებს ხშირად გვეკითხებიან, რომელ ასაკშია შვილის აღზრდა ყველაზე რთული? ჩემთვის ეს ჩამჭრელი კითხვაა და რაც უფრო იზრდება ჩემი შვილი, მით უფრო მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. დედებს ჩვენი შვილების ჭირვეული ჩვილობაც გვახსოვს, სკოლის წლებიც, გარდატეხის სირთულეებიც და რომელი იყო ყველაზე ძნელი, მართლა გამიჭირდება თქმა. სამაგიეროდ, ზუსტად შემიძლია გითხრათ, როგორია აბიტურიენტის მშობლობა. მართალია, ამ დროს აღარც ღამის თენება სჭირდება შვილს, აღარც ენტეროვირუსები გვიტევს და არც მუხლებგადატყავებული ბრუნდება ეზოდან, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ მეტი რამის გაკეთება შემეძლო შვილისთვის. ყველაფერს ვაკონტროლებდი, ექიმებსა და მასწავლებლებში დავარბენინებდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდი, რაც სჭირდებოდა, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი...
ახლა? დღეს აბიტურიენტია და წინ უამრავი ცხოვრებისეული ბრძოლა აქვს მოსაგები, ახლა თვითონ უნდა განაგრძოს წინსვლა, თავად უნდა შეიქმნას საკუთარი მომავალი.
სწავლა, მეცადინეობა, გონებრივი შრომა - დღეს ესაა ჩვენი შვილების საქმე. ჯერ საატესტატო გამოცდებისთვის რამდენი მეცადინეობა სჭირდება, მერე ეროვნული გამოცდებისთვის, არც სტუდენტობა იქნება მარტივი - დღევანდელ კონკურენციის პირობებში ხომ სხვებზე ძლიერი და მომზადებული უნდა იყოს. შრომა და მეცადინეობა ნამდვილად არ ეზარება, მაგრამ ეს ხომ საკმაოდ დიდი დატვირთვაა, რომელსაც ახალგაზრდები ყოველთვის ვერ უძლებენ.
გადაღლილი გონება კი წარმატებას ვერ მოიტანს. ამ ყველაფერს სტრესიც ემატება თავისი მძიმე შედეგებით... მოკლედ, დიდი გაწამაწია მაქვს...
ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რით შემეძლო დავხმარებოდი შვილს ცხოვრების ამ ეტაპზე. ვხედავდი, რომ ფიზიკურად უჭირდა ამდენ ამოცანასთან გამკლავება. ვატყობდი, გაღვიძებაც ეზარებოდა, იმდენი სასწავლი და წინ და უკან სარბენი აქვს ყოველ დღე. ვიფიქრე, იქნებ რაიმე ვიტამინებით წავეშველომეთქი... არ მიყვარს წამლების ბრმად ყიდვა. ამიტომ ახლობელ ფარმაცევტს მივაკითხე. წლებია, ამ სფეროშია და წამლების წარმომავლობა-შემადგენლობაშიც კარგად ერკვევა. ვთხოვე, შეერჩია სანდო და ნორმალური წარმოების ვიტამინი (ვისაც საახლობლოში ფარმაცევტი ჰყავს, ეცოდინება, რომ წამლების ხარისხებს შორისაც ისეთივე განსხვავებაა, როგორც ნატურალურ პროდუქტსა და ქიმიით გაჟღენთილ ჩინურ სუროგატებს შორის). კიდევ კარგი, მივედი... ისეთი რამ მირჩია, მარტო აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის კი არა, ყველასთვის კარგი იქნება, ვისაც გამუდმებით გონებადაძაბულს უწევს მუშაობა. ესაა პრეპარატი „ნეუროზანი“. ბრიტანეთში მას ტვინის მკვებავს უწოდებენ და შედგენილია იმ ნივთიერებებისგან, რაც ხელს უწყობს დასწავლა-დამახსოვრებას, მიღებული ინფორმაციის აღქმას და გააზრებას, უადვილებს გონებას დაძაბულ რეჟიმთან გამკლავებას. მოკლედ, ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. რაც მთავარია, ბრიტანული წარმოებაა ევროპული ხარისხის სტანდარტით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდოდ მიიჩნევა.
თვეზე მეტია, ამ პრეპარატს მოვიხმართ. შედეგი აშკარად გვაქვს, ისეთი დაძაბული აღარ არის, ისე აღარ იღლება. განწყობაც გამოუსწორდა, რადგან შედეგი დაინახა...
უმცრის ბავშვებზე იმდენი რჩევა წამიკითხავს სოციალურ ქსელში და თავადაც მიმიცია ჩემი გამოცდილებიდან, აი, აბიტურიენტ და სტუდენტ შვილებზე რატომღაც იშვიათად ვეძებთ და ვიძლევით რჩევებს. არადა, ამ დროს არანაკლებ სჭირდებათ შვილებს მიხმარება, გვერდით დგომა. ამიტომ ვფიქრობ, სხვებსაც გამოადგებათ ჩემი გამოცდილება.