პატარები ნივთების დეკორატიულ ყუთს შექმნიან საკუთარი ხელებით
24 მარტს, ჭავჭავაძის #7–ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში", საბავშვო ხელსაქმის განსაკუთრებული მასტერკლასი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც პატარები ნივთების დეკორატიულ ყუთს შექმნიან საკუთარი ხელებით.პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, გააფორმონ დეკორატიული ყუთი საკუთარი ინტერპრეტაციით: დახატონ მასზე მულტფილმისა თუ ზღაპრის გმირები, ამაში კი მათ სწორედ კრაფტის სპეციალისტები დაეხმარებიან.
მასტერკლასი ორ ეტაპად ჩატარდება: 13:00 სთ და 14:00 საათზე. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა შეიძინონ ფოტოზე ნაჩვენები აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 8 ლარს შეადგენს;
რეკომენდებული ასაკია: 5–9 წელი;
შეარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო და დარეგისტრირდით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! მასტერკლასზე დასწრება მხოლოდ 15 მონაწილეს შეეძლება.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/forms/BJWcOMV9m5CeFEHW2
ტელ: ☎ 597 74 74 01
მის: ჭავჭავაძის 7
"ბიბლუსი გალერეა"