სააღდგომო კვერცხის ხახვის ფურცლებით შეღებვის სამი ხერხი
ბოლო დროს სისხლში ტყვიის შემცველობაზე ძალიან ბევრი ადამიანი ღელავს. ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მძიმე ლითონი ადამიანის სხეულში საღებავების საშუალებით აღწევს. სუნელებიდან დაწყებული შეღებილი ხის სატამაშოებით დამთავრებული, უამრავი ნივთია ჩვენს ირგვლივ, რაც საღებავს შეიცავს. გამონაკლისი არც სააღდგომო კვერცხის საღებავია. ფერის გამკვეთრების მიზნით არაკეთილსინდისიერი მოვაჭრეები დაღერღილ ან დაღწილ ენდროს საღებავში ავლებენ. ამიტომ, ვფიქრობთ, კვერცხის ხახვის ფურცლით შეღებვა ეკოლოგიური და უბრალოდ ხელმისაწვდომი ხერხია. დღეს გაგიზიარებთ, როგორ უნდა შეღებოთ კვერცხი ხახვის ფურცლებით სწორად, რათა მაქსიმალურად ლამაზი შედეგი მიიღოთ.
წესი პირველი
1. ათ თავ ხახვს მოაცალეთ ფურცლები, გარეცხეთ და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით წყალი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, რათა კვერცხი არ გაიბზაროს.
2. გარეცხეთ კვერცხი და ჩაალაგეთ იმავე ქვაბში. ისინი სრულად უნდა იყოს დაფარული წყლითა და ფურცლებით. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ ცეცხლს და
ხარშეთ 10-15 წთ.
3. შემდეგ კვერცხი ამოალაგეთ ხელსახოცზე. შეღებილ კვერცხებს ბზინვარებისთვის შეგიძლიათ მცენარეული ზეთი წაუსვათ.
წესი მეორე
1. ქათმის კვერცხი გარეცხეთ სოდის გამოყენებით. დაახლოებით 7 თავი ხახვის ფურცლები მოათავსეთ ქვაბში. ჩაასხით ლიტრანახევარი წყალი და დაუმატეთ 1 ჩ.კ. ძმარი უკეთესი ფერის მისაღებად. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წთ-ის განმავლობაში.
2. თითოეულ კვერცხს დაადეთ მწვანილის ფურცელი და ფრთხილად გაასწორეთ. მწვანილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურღულეული - ბარდა, ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი. ასევე ფურცლისგან გამოჭრილი კურდღლის ფორმა და ა.შ.
3. სქლად შეახვიეთ კვერცხი მარლაში ან ბინტში, დაამაგრეთ ბოლოები ძაფით. ზედმეტი ქსოვილი მოაჭერით.
4. ადუღებულ, ხახვის ფურცლებით გაჯერებულ წყალში ფრთხილად ჩაალაგეთ მომზადებული კვერცხები.
5. ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15 წთ. შეღებილი კვერცხი ამოიღეთ და ჩაალაგეთ ცივ წყალში. როცა გაგრილდება, მოაშორეთ ძაფი, მარლა და სხვა ყველაფერი.