ანი ჩირაძის მიმართ ინტერესი თავიდანვე გაჩნდა...
მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი გმირი ჩიკა გამოჩნდა, მთელმა ქალაქმა მისი ფრაზებით დაიწყო საუბარი. ჩიკა „სვეტსკი“ გოგონების კრებითი სახეა. არ მეგულება ადამიანი, ერთი ნაცნობის თვისება ან ხასიათი რომ არ დაიჭიროს ჩიკას ქცევებში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ანი ჩირაძე, ეკრნაზე გამოჩენიდან ძალიან მოკლე პერიოდში გახდა პოპულარული და მის მიმართ ინტერესიც გაჩნდა, პრესასთან ურთიერთობას ერიდება. მის შესახებ რაც ვიცით არის ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს.
ორი შვილის დედა ჩიკას (რომელსაც სინამდვილეში ერთი შვილი ჰყავს) გრძელი თმა პირველივე სერიიდან ასევე თვალში მოხვდა მაყურებელს, თუმცა როგორც მისი ინსტაგრამიდან ირკვევა, ანი გრძელ, ლამაზ თმას შეელია და ახალ სეზონში მოკლე ვარცხნილობით გამოჩნდება. ვნახოთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვება მის ახალ იმიჯს.
თეკლა ჟვანია