"ვუთხარი, შემიძლია, ამის შესახებ გამოვაქვეყნო-მეთქი" მომღერალი ირმა სოხაძე სექსუალურ შევიწროვებაზე საუბრობს. ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა.
„რომ ვთქვა, ჩემთვის არცერთ კაცს არ შემოუხედავს სხვანაირად-მეთქი, არ დამიჯერებთ. უფრო მეტიც, ყოფილა ორი-სამი შემთხვევა, როცა პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ცდილობდნენ ამას და ის ადამიანები დღემდე არანორმალურები მგონია. თუმცა, მე ამის არასდროს შემშინებია, ვინც უნდა, ის ყოფილიყო. არ მიფიქრია, რომ ეს იმხელა ძალადობა იყო, რომელსაც მე ვერ გავუმკლავდებოდი. ერთი ნახევრად ხუმრობით შევაშინე: ვუთხარი, შემიძლია, ამის შესახებ გამოვაქვეყნო და იმდენი ადამიანი მენდობა, ყველა დამიჯერებს, როდესაც მოვყვები თქვენი საქციელის შესახებ-მეთქი. მოდი, ქალებო, ნუ შევშინდებით და ისე ვიდგეთ, როგორც გვეკადრება“ - ამბობს ირმა სოხაძე.
ავტორი: სესე კოპალეიშვილი
ჟურნალი "სარკე"