"სუხიშვილების დიეტა" ხალხის მოგონილია...ის არ არსებობს" - როგორ ახერხებს 2 პატარა ბავშვის დედა ცეკვას და ფორმაში ყოფნას ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავე - ნათია ბაკურაძე 23 წელია, ცეკვავს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. თუმცა როგორ ახერხებს მოცეკვავის აქტიური ცხოვრებისა და ორი მცირეწლოვანის დედობის შეთავსებას, ამაზე ნათიამ ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა.
- ფორმაში ყოფნისთვის უნდა ვივარჯიშოთ. არ აქვს მნიშვნელობა, იმ წონის ხართ თუ არა, რაც თავად გსურთ. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ სხეული არ მოეშვას. რა თქმა უნდა, ჩვენი გარეგნობის შესანარჩუნებლად, ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია. ბევრი წყალი უნდა მივირთვათ (დღეში მინიმუმ, 1,5 ლ).
- არა, რა თქმა უნდა, ეს ხალხის გამოგონილია, რადგან ალბათ, ასე უფრო უმარტივდებათ, რომ ფორმაში იყვნენ - ფიქრობენ, რომ "სუხიშვილების დიეტა" უფრო გამართლებულია, თუმცა ასეთი დიეტა არ არსებობს. უმნიშვნელოვანესია სწორი კვება და ვარჯიში. ასევე, უნდა ვიყოთ მუდამ შეყვარებულები, ერთმანეთი გვიყვარდეს... ჩვენი სილამაზეც შინაგანი სამყაროდან, სულიერებიდან გამოსჭვივის.
- არა. პირველი შვილი 3 თვისაც არ იყო, როცა ანსამბლში დავბრუნდი, მეორე კი - 2 თვის იყო, თვე-ნახევარში გასტროლზე წავედი. როდესაც სამუშაო რეჟიმს ვუბრუნდები, წონა თავისთავად "მიდის". ამის პრობლემა არ მაქვს, ძალისხმევა არ მჭირდება. თან, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა... უბრალოდ, რეპეტიციებზე სიარულს მალევე ვიწყებ. ზედმეტი კალორიების დასაწვავად და ფორმის შესანარჩუნებლად ეს უმნიშვნელოვანესია.
- არა, რა თქმა უნდა, ამას დამოუკიდებლად ვერ ვართმევ თავს, რადგან მეც და ჩემი მეუღლეც სამსახურში ვართ. ბავშვების გაზრდაში ჩემი საყვარელი დედამთილი ძალიან მეხმარება. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.
- ორი ვაჟი მყავს - 6 წლის ანდრია და 9 თვის გიორგი გელოვანი. სხვათა შორის, ორივე ძალიან მუსიკალურია. ცეკვაზე ივლიან თუ არა, არ ვიცი. თავად როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება - მე ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა.
- როცა გავიცანი, უკვე "სუხიშვილების" მოცეკვავე ვიყავი. ასე რომ, ჩემს სამუშაოს თავიდანვე შეგუებული იყო და პრობლემებიც არ გვქონია. ჩემი მეუღლე მოცეკვავე არ გახლავთ, ხელოვნების სფეროში არ მუშაობს - დიპლომატია. ასე რომ, ჩემი პროფესიის მიმართ მისი მიდგომა დიპლომატიურია (იღიმის).
- მაგალითად, თმაზე ვთქვი უარი. 10 დღე ვიფიქრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მერე ნინოს და ილიკოს ვენდე - ისინი ცუდს არაფერს შემომთავაზებდნენ, პირიქით... დაახლოებით, ერთი ტიპის სამი გოგო ვიყავით. ერთ-ერთს თმა უკვე გადაპარსული ჰქონდა, შემდეგ მეორეც ასე მოიქცა. მერე სალონში მეც ჩამწერეს, გადამპარსეს და თეთრად შემღებეს. ძალიან მომეწონა, მაგრამ ვიდრე იმიჯს შევიცვლიდი, ბევრი ვინერვიულე. თმის შეჭრა, ვარცხნილობის რადიკალური ცვლილება თითქოს სხვანაირს გხდის. ამის მეშინოდა, მაგრამ გაამართლა.
- რა თქმა უნდა, ჩემ შესახებ მეუღლემ ყველაფერი იცის. ძალიან მოეწონა. მას ასეთი ცვლილებების არ ეშინია.