შვილები უმძიმეს წლებში გააჩინა - მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო და ელემენტარული პირობებიც არ არსებობდა ბავშვის მოვლისთვის ცნობილი მსახიობი ეკა ნიჟარაძე ახალგაზრდა ბებიაა. თავად შვილები უმძიმეს წლებში გააჩინა - მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო და ელემენტარული პირობებიც არ არსებობდა ბავშვის მოვლისთვის. ეკა მეუღლეს ადრე დაშორდა და თავადაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერთან გამკლავება შეძლო. დედობისა და ბებიობის შესახებ ეკა mshoblebi.ge-სთან ისაუბრა.
- დიახ, დამხმარე არასოდეს მყოლია და ამ გადასახედიდან ძალიან მიკვირს, მაშინ რამდენ რამეს ვასწრებდი. ახლა იმდენს ვეღარაფრით შევძლებ. წარმოუდგენელია უძილობა ავიტანო. საღამოს ადრე ვიძინებ, რადგან დილით ადრე მეღვიძება და დღის განმავლობაში ძალიან ვიღლები. აბსოლუტურად ბუნებრივია ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ენერგიულობა იკლებს. ასაკის გარდა უარყოფითად მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი, დაძაბული გარემო და თამბაქო. მართალია ძალიან ვებრძვი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვერევი. ალბათ ოდესმე დადგება ის დღე, როდესაც აღარ მოვწევ!
- ჩემი პირველი შვილი 1992 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაიბადა.. 1993 წლის დეკემბერში მეორე შვილი შემეძინა. ფაქტიურად მე და ჩემი შვილები ერთად გავიზარდეთ... წარმოუდგენლად მძიმე წლები იყო. დამხმარე ქალბატონის მცნებაც კი არ არსებობდა მაშინ. ქალი რომელიც მოვიდოდა, სადილს გაგიკეთებდა, დაალაგებდა - ასეთი რამ მაშინ ბურჟუაზიულ ფილმებში ნანახი ამბავი იყო. ჩემს გარშემო არავის არ ჰყავდა დამხმარე, ყველა დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდით ყველანაირ სირთულეს.
- რა თქმა უნდა ყოფილა და ძალიან ხშირად! უმძიმესი პერიოდი იყო და ყველამ გავიარეთ. ახალგაზრდებს ადვილად გადაგვქონდა, მაგრამ ჩვენი მშობლების თაობისთვის აბსოლუტური შოკი იყო, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაქრა... ახალგაზრდები მთელი სერიოზულობით ვერ აღვიქვამდით. ოცი წლის, ძალიან ლაღი გოგო ვიყავი და ბედნიერი იმით რომ შვილები და მეუღლე მყავდა. მშობლების თაობისთვის კი ურთულესი იყო. გაიღვიძეს და უცებ ყველაფერი დაკარგეს. უმეტესობას დანაზოგი ჰქონდათ, რომელიც მთლიანად გაუფასურდა. აღარ იყო სამსახურები და ქვეყანაში სრული უიმედობა სუფევდა... თან ეს დიდხანს გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი სურათი იყო.
მეორე შვილის გაჩენა გადავწყვიტე, მეუბნებოდნენ ხომ არ გაგიჟდი, რა დროს ისევ პატარა ბავშვიაო... ჩემთვის კი ეს არანაირ სირთულეს არ წარმოდგენდა. ერთი თუ მყავდა, მეორესაც გავზრდიდი... ორივე შვილი ყველგან თან დამყავდა, სადაც არ მივდიოდი – ინსტიტუტში, სტუმრად, სახლშიც სულ სტუმრები გვყავდა. ძალიან კარგ დროს ვატარებდით. უამრავი ვიდეო გვაქვს მაშინ გადღებული. როგორც კი შუქი მოვიდოდა, კამერას ვტენიდით და ყველაფერს ვიღებდით.
- დიახ, მართლაც ბევრის გადატანა მოუხდათ. ნიკოს ავადმყოფობა და შემდეგ გარდაცვალება ძალიან მძიმე იყო. 13 აპრილს ნიკოს გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ახლა კარგად ვარ... მაქსიმალურად ვცდლობდი შვილებისთვის ისე მიმეწოდებინა ჩემს შესახებ, რომ არ დათრგუნულიყვნენ. ისედაც იმდენად დიდი სტრესი აქვთ გადატანილი და კიდევ დედაზე განცდები, მათთვის ძალიან რთული იქნებოდა.
- შვილიშვილის დაბადება ძალიან გამიხარდა. ორი შვილიშვილი მყავს, უფროსი – თინათინი უკვე ხუთი წლისაა და – ელენე ექვსი თვის... საზღვარგარეთ უკვირთ. მათთვის გაუგებარია, რადგან ჩემს ასაკში თხოვდებიან და შვილებს აჩენენ. ჩვენთან არ არის დიდად გასაკვირი, რადგან როგორც დედობის ასაკი გაახალგაზრდავდა, ისევეა ბებიობისაც.
ჩვენ ბებიები სხვანაირი წარმოგვედგინა, ისეთები, როგორებიც ჩვენს თაობას ყჰავდა. მიუხედავად იმისა რომ "ახალგაზრდა" ბებია ვარ, ჩვეულებრივი ბებია ვარ. ფუნქციებით იგივე, როგორიც იყო ბებიაჩემი...
- საბედნიეროდ ამ არჩევანის წინაშე არასოდეს დავდგარვარ – ოჯახი თუ კარიერა. ბუნერივად მოხდა, ისე რომ საბედნიეროდ ორივე შევძელი.
მანანა გაბრიჭიძე