„მსოფლიოში არ არსებობს განვითარებული ქვეყანა ისეთი კატასტროფული სასკოლო მაჩვენებლებით, როგორიც ჩვენ გვაქვს...“ სკოლებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ძელიან ბევრს საუბრობენ, მათ შორის - მაღალი რანგის და თანამდებობის პირები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სისტემას არაფერი ეშველა. ამჯერად ამ საკითხზე ეროპვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი გიორგი ქადაგიძე წერს:
„ისევ სკოლა. მოგეხსენებათ, განათლების მიღების უფლება ევროკონვენციით და ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებაა.საშუალო სკოლებზე სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს 600 მილიონ ლარს. თითქმის ამდენივეს ხარჯავენ მშობლები კერძო რეპეტიტორებთან შვილების მომზადებაში ყოველწლიურად.
დავაზუსტებ, 600 მილიონ ლარს ხარჯავენ მშობლები, ვისაც ამის საშუალება აქვს, იმაში, რასაც საშუალო სკოლა უნდა აძლევდეს ყველას.
უკვე სკოლის დამთავრებისას სახეზეა უზარმაზარი სხვაობა ელემენტარული განათლების ხელმისაწვდომობაში სოციალურ ჯგუფებს შორის.
40 ათასი მოზარდი ყოველწლიურად ამთავრებს "სკოლას".
მსოფლიოში არ არსებობს განვითარებული ქვეყანა ისეთი კატასტროფული სასკოლო მაჩვენებლებით, როგორიც ჩვენ გვაქვს.
სკოლას უნდა შველა!!!
პ.ს. ბოდიში ბანალურობისთვის.“
თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„სამწუხაროდ, სკოლა, რომლის დაწყებითი კლასების სასწავლო წლის საფასური 6000-8000$ შეადგენს, ისევე ითხოვს რეპეტიტორის აუცილებლობას, როგორც საჯარო სკოლა.“
„გეთანხმებით, და ზუსტად ამიტომაც კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები, თუმცა ბოლო თეთრი ჩვენი ჯიბიდან მიდის ამაზე".
„სკოლას ძირეული რეფორმა სჭირდება. სკოლიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები. ცუდია, რომ ამ დრომდე ძალიან ცოტა ადამიანს უჩქარებს გულს სასკოლო ამბები.“
„სკოლას უნდა ქირურგის ხელი. ვერანაირი პროგრამა პედაგოგთა ამ შემადგენლობით და ხელფასებით ვერ განხორციელდება. ნახევარზე მეტი პედაგოგები სახლში უნდა წავიდნენ (პენსიონერები - პენსიაზე), საკმაოდ სოლიდური ფულადი კომპენსაციით, რათა თავიდან ავიცილოთ სოციალური კატასტროფა რეფორმისა. მეორე ნახევარს - მინიმუმ 1000 ლარი ხელფასი და ხარისხის შემოწმების მაღალი დონე. არა ერთჯერადად, არამედ პერიოდულად. შემდეგ უკვე სასკოლო პროგრამის სწორი მიმართულებაც შეიძლება შედეგიანი გახდეს“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
თეკლა ჟვანია