„ყველაზე ლამაზი ტელემწყვანების" თუ „სასურველი საპატარძლოების" ათეულში ჟურნალისტი მარიამ ვაშაძე ყოველთვის წამყვან პოზიციებზე იდგა ქართულ ტელესივრცეს ლამაზი ტელესახეები ნამდვილად არ აკლია. „ყველაზე ლამაზი ტელემწყვანების" თუ „სასურველი საპატარძლოების" ათეულში ჟურნალისტი მარიამ ვაშაძე ყოველთვის წამყვან პოზიციებზე იდგა. მიუხედავად ამისა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორებიც კი ნაკლებად ვრცელდებოდა.
ერთ წლის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მარიამი შეყვარებული იყო და მისი რჩეული ვანო ბენიძე გახლდათ. რასაკვირველია, საზოგადოება დაინტერესდა მისი ვინაობით. გაირკვა, რომ ვანოც სასურველი სასიძოების რიგებში ყოფილა. მისი მამა ბიზნემსმენი დავით ბენიძეა, და - ანი ბენიძე კი დათა ახალაიას მეუღლეა, თავად ვანო ერთ-ერთ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.
ერთწლიანი „ლავსთორი“ წყვილმა გასულ კვირას ოჯახის შექმნით დააგვირგვინა. ქორწილს არ აკლდა ხმაური და ცნობილი სახეები. დაუვიწყარი დღის შემდეგ, მარიამი და ვანო თაფლობისთვის გასატარებლად მალდივებზე გაემგზავრნენ. ბედნიერი წყვილი სოციალურ ქსელში საოცარ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც არ აკლია კეთილი სურვილები მეგობრების მხრიდან.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ მათი ქორწილის ფოტოები
{{ArticleSplitCont}}
თეკლა ჟვანია