3 შვილის დედაა, სტუდენტი შვილიც ჰყავს, სკოლის მოსწავლეც და საბავშვო ბაღის ასაკისაც... 38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია. ამბობს, რომ სიკვდილის აღარ ეშინია და ყველაფრისთვის მზად არის. - აქ მუშაობა კარგიაო, - გვითხრა და მიზეზიც გაგვიმხილა, თუ რატომ არ სურს საჯაროდ ვინაობის გამხელა... 3 შვილის დედაა, სტუდენტი შვილიც ჰყავს, სკოლის მოსწავლეც და საბავშვო ბაღის ასაკისაც...
- წინათ ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ამ საქმით დავკავდებოდი. კერძო ბიზნესი მქონდა. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი. როგორ უნდა წარმომედგინა, რომ აქ მოვიდოდი? ვერც ვიფიქრებდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც ვიცოდი, თუ ასეთი სამსახური არსებობდა... ისე მოხდა, რომ ჩემს ბიზნესში რაღაცები ძალიან ცუდად განვითარდა... რა, ეს საქმე ცუდია? სტუდენტი შვილი მყავს და ბავშვს გზის ფული მაინც აქვს. ამ საქმეში აღებული ფული გადასახადების დაფარვაში მაინც მეხმარება.
- რაიმე პროფესიული განათლება თუ გაქვთ მიღებული?
- არა. ადრეულ ასაკში გავთხოვდი. 17 წლისას უკვე ჩემი ბიზნესი მქონდა: მაღაზია, უძრავი ქონების სააგენტო, ავტომობილების ბიზნესი... მოკლედ, რა საქმეში არ ვიყავი ჩართული... საკმაოდ ძლიერი ოჯახიც მქონდა, მაგრამ რაღაცების გამო, ისე მოხდა, რომ აბსოლუტურად არაფერი აღარ მაქვს.
- პარალელურად, კიდევ სადმე მუშაობთ?
- არა. არ ვიცი, სად ვიმუშაო. რუსთავში რა სამსახურია? არაფერი.
- ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხართ?
- 3 შვილი მყავს. ქირით ვცხოვრობ. დედამთილი ძალიან მეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 240 ლარი ბინის ქირის გადასახადში არ მეყოფა. მეუღლე არ მყავს.
- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ოჯახის წევრებმა რატომ არ იციან?
- წინათ, ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონდათ. მათ დედა სხვაგვარ სიტუაციაში აცხოვრებდა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
უფროსი შვილი ძალიან რელიგიური ბიჭია, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ რომ გაიგოს, არ მინდა, იფიქროს - ვაიმე, ძალიან გაგვიჭირდა, დედა სასაფლაოების დამლაგებელიაო. არც ეგ იქნება პრობლემა, სიმართლე რომ ვუთხრა, მაგრამ არ მინდა, გული ეტკინოს. დაფიქრდება და ნამდვილად ვიცი, გული ეტკინება. ასეთ სიტუაციაში ჩემს ყოფნას ის მიჩვეული არ არის, რადგან დამლაგებლები სახლში თავად მყავდა.
- რას ეუბნებით? ალბათ იცის, რომ სადღაც მუშაობთ...
- ის მიჩვეულია, რომ ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, სულ სადღაც დავრბივარ... უნიფორმა არ მაცვია და არც თოხები თუ ცოცხები მომაქვს სახლიდან (იცინის)... პრინციპში, თავად ვლაპარაკობ ხოლმე, რომ აქ მუშაობა კარგია, თორემ ვერავინ გაიგებდა, სად ვმუშაობ.
- ანუ ვინმემ იცის?
- კი, ყველამ. ვინ არ უნდა იცოდეს? საქმე ის გახლავთ, რომ რუსთავში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ მერე, სხვა ქალაქში ვცხოვრობდი. ჩემი შვილები აქ არავის იცნობენ. ჩემი საქმიანობის შესახებ ამიტომაც არაფერი იციან.
- თქვენი სამსახურის შესახებ უფროსმა შვილმა სხვებისგან რომ გაიგოს?
- არ არის პრობლემა. შეიძლება, იცის კიდეც. უბრალოდ, მე ვუფრთხილდები, რომ გული არ ეტკინოს. არ თქვას, - ძალიან გაგვჭირვებიაო. რომ გაიგოს, შეიძლება, მოვიდეს და მომეხმაროს კიდეც. ჩემი ცხოვრების შესახებ შვილებთან ბევრს არ ვლაპარაკობ, საჭირო არ არის...
- ენერგიული და მოწესრიგებული ხართ. მანიკიურიც გაგიკეთებიათ...
- მოუწესრიგებელი ერთი დღეც არ ვყოფილვარ, როგორ სიტუაციაშიც უნდა ვიყო!
განაგრძეთ კითხვა