"ისეთი საშინელი მდგომარეობაა სკოლის საპირფარეშოებში, ბავშვები ითმენენ და არ შედიან გაკვეთილების დამთავრებამდე..." მომხმარელებთა ფედერაციის პრეზიდენტი მადონა კოიძე, ჟურნალისტ ლიზა ვადაჭკორიასთან ერთად გადაცემა "სახალხო კონტროლს" უძღვება. ესაა გადაცემა, სადაც წამყვანები მოულოდნელად სტუმრობენ სხვადასხვა კვების ობიექტებს, სილამაზის სალონებს, სკოლის ბუფეტებს და მათ ჰიგიენურ-სანიტარულ პირობებს ამოწმებენ. შედგად, მომხმრებელმა უკვე იცის, ლამაზად გაფორმებული კერძები რა პირიობებში მზადდება, სად ღირს შესვლა და სად - არა. ეს ალბათ გარკვეულწილად მეწარმებსაც "შეაწუხებს" და სათანადოდ იზრუნებენ სიტუაციის გამოსწორებისთვის. მადონა კოიძეს გადაცემასა და ზოგადად არსებულ ჰიგიენურ-სანიტარულ მდგომარეობაზე ვესუაბრეთ, არ გამოგვრჩენია, მეტად აქტუალური სკოლის ბუფეტებისა და საპირფარეშოების თემა.
- ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გვიკავშირდება მომხმარებელი და ამის მიხედვით ხდება ობიექტების შერჩევა. ხშირ შემთხვევაში გვწერენ, ვიკვებები ამა და ამ კვების ობიექტში და მაინტერესებს რა მდგომარეობააო. ეს მიდგომა გასაგებია, მაგრამ ჩვენი გადაცემა ერთხელ გადის კვირაში, გვწერს უამრავი ადამიანი და ყველგან მისვლას რასაკვირველია, ვერ მოვახერხებთ. ყოველდღიურად ასზე მეტი წერილი შემოდის, მაგრამ თუკი პრობლემა იდენტიფიცირებულია და მომხარებელი დაზუსტებით გვაწვდის ინფორმაციას, ხშირად გვიგზავნიან ფოტო-ვიდეო მასალას, ამ შემთხვევაში უკვე ვცდილობთ, პრობლემური ადგილები აუცილებლად მოვიცვათ და ვაჩვენოთ მაყურებელს, რა ხდება რელურად.
- თქვენ წარმოიდგინეთ და შეიცვალა მეწარმეების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, პირველ ხანებში დიდ აგრესიას ვიწვევდით, მაგრამ დღესდღეობით მადლობას გვიხდიან, მოსწონთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ, ავუხსნათ, დავეხმაროთ. ჩვენს პრაქტიკაში არის ისიც, რომ თუ ობიექტი გამოასწორებს პრობლემას, ჩვენ აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას ამის შესახებ. მე არ მინდა მომხმარებელს შეეშალოს და იფიქროს, რომ ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება და საშუალება, დავაჯარიმოთ ობიექტი, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, სადამსჯელო ჯარიმების გამოწერის უფლება კი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს, რომელიც ამ ფუნქციას კარგად ასრულებს და კონტროლზე ჰყავს ყველა ის ობიექტი, სადაც ირღვევა მომხმარებელთა უფლებები.
- რა თქმა უნდა, არა. როდესაც საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობაა, ის მხოლოდ და მხოლოდ 1000 ლარით ჯარიმდება, რაც რა თქმა უნდა, არაა საკმარისი, რადგან კრიტიკული შეუსაბამობა ნიშნავს იმას, რომ თუ საწარმო პროცესი არ გაჩერდა, პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია და იქ გამოშვებულმა პროდუქტმა შეიძლება დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ჯარიმები გაიზრდება. ჩემი აზრით, ჯარიმები უნდა იყოს ძალიან მაღალი და ბიზნესოპერატორი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ არ დაარღვიოს და არ გადაიხადოს, და არა იმაზე, მისთვის რამდენად მტკივნეული იქნება კონკრეტული ჯარიმის გადახდა.
- კი, ძალიან ხშირად, მაგრამ ყველა სიუჟეტი რაც გადაღებული გვაქვს, მივიტანეთ მაყურებლმადე. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ტეელვიზიის, პროდუსერის ლიზა ვადაჭკორიას და შემოქმედებითი გუნდის მიდგომაა.
- კი, 100%-იანი შედეგი გვაქვს. ყველა ცდილობს გამოასწოროს და მერე გვირეკავენ, რომ მივიდეთ და ვნახოთ შედეგი.
- კვების ობიექტებში რა მდგომარეობაა, ამის შესახებ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რა ინფორმაციაც მე და ჩვენს გუნდს გააჩნია, ის მაყურებლამდე ყოველთვის მიგვაქვს, არც ერთი სიუჟეტი არ რჩება ისე, რომ არ ვაჩვენოთ მომხმარებელს. რაც შეეხება მარკეტებს, ჯერჯერობით ჩვენ მარკეტები არ მოგვიცავს, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და "სახალხო კონტროლი" სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იყო გასული თევდორე მღვდლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ე.წ. "საბითუმოები" და საიდანაც მცირე მარკეტებში გადის პროდუქტი, ძალიან საჭირო საქმე გაკეთდა, ყველა ის ბიზნესოპერატორი, რომელიც არღვევდა შენახვის პირობებს, დაჯარიმდა ან დაიკეტა და პრობლმების აღმოფხვრამდე ისინი არ გაიხსნებიან.
- პირველადი კონტროლი ხდება საბაჟოზე, მაგრამ ძირითადად მაღალი რისკის მქონე პროდუქტი კონტროლდება, შემდეგ უკვე მარკეტებში არსებულ პროდუქტს აკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
- ასე ცალსახად თქმა, რომ პროდუქტი სანდოა ან არასანდოა არ შეიძლება. ფაქტი ერთია, მომხმარებელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი, ვადების გარდა, შენახვის პირობები, შემადგენლობა და სხვა ფაქტორები, უნდა გამოიკითხოს, არ უნდა მოერიდოს კონსულტანტთან, მენეჯერთან კითხვების დასმას და ურთიერთობას.
- ისევე როგორც, თქვენ ყველა, მეც ვარ ჩვეულებრივი მომხარებელი, ვყიდულობ ყველგან, უბრალოდ ვარ ყურადღებით, ვცდილობ გავერკვე, როგორ ინახავენ პროდუქტს და საჭიროების შემთხვევაში ვსვამ ყველა იმ კითხვას, რაც ჩემს ინტერესში შედის.
- სკოლებში ძირითადად მშობლების მოთხოვნის შედეგად მივდივართ, მათგან მოგვდის ხოლმე შეტყობინება და შემდეგ შევდივართ. ბუფეტებს ძირითადად სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბუფეტებზე ბევრად მძიმე სიტუაციაა საპირფარეშოებში. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ხელის ხშირად დაბანას, რაც ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ ამისთვის შესაბამისი პირობებიც უნდა შევუქმნათ. კარგია, როცა სკოლაში ცივი წყალი მოდის, მაგრამ ზამთარში პატარას კი არა, შეიძლება, დიდს დაეზაროს ცივი წყლით და საპნით დაისუფთაოს ხელი. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში სკოლის საპირფარეშოებში არ არის საპონი, ხელის გამშრალების საშუალებები, ტუალეტის ქაღალდები, თხევადი საპნები, ნიჟარები არაა სუფთა მდგომარეობაში. სამწუხაროდ, არის ისეთი სკოლები, სადაც საპირფარეშოში საერთოდ არ არის წყალი. ამასთან, საპირფარეშოში არის ძალიან მძფრი სუნი და ხშირ შემთხვევაში გვწერენ მშობლები, რომ ბავშვები ითმენენ და გაკვეთილების დამთავრებამდე არ შედიან საპირფარეშოში. ეს არა მარტო ესტეთიკური თვალსაზრისით არის მძიმე, არამედ საფრთხის მომტანიცაა, იმიტომ რომ შეკავება გარკვეულ პათოლოგიებს იწვევს და იმ რისკის წინაშე ვდგავართ, რომ არაჯანმრთელი თაობა გაიზარდოს. ამიტომ განათლების სამინისტრომ ბევრად მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საპირფარეშოებს. შეიძლება არ იყოს იმის საშუალება, რომ მთლიანად სკოლები გარემონტდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ ხელის დაბანის საშუალება უნდა მიეცეს ბავშვებს და სუნი არ უნდა იყოს საპირფარეშოში.
- რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრომ ან ჯანდაცვის სამინისტრომ, იმიტომ რომ ჰიგიენა პირდაპირ ჯადნაცვის საკითხია. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეს ნამვილად არ ეხება.
ციცი ომანიძემადონა კოიძე
„შეიძლება არ იყოს იმის საშუალება, რომ მთლიანად სკოლები გარემონტდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ ხელის დაბანის საშუალება უნდა მიეცეს ბავშვებს და სუნი არ უნდა იყოს საპირფარეშოში“
ყველა ის ბიზნესოპერატორი, რომელიც არღვევდა შენახვის პირობებს, დაჯარიმდა ან დაიკეტა“
როდის ისმის მუქარის ზარები მადონა კოიძის ტელეფონზე
„დიდ აგრესიას ვიწვევდით, მაგრამ დღესდღეობით მადლობას გვიხდნიან,“
„მეც ვარ ჩვეულებრივი მომხარებელი, ვყიდულობ ყველგან, უბრალოდ ვარ ყურადღებით“
მომხმარელებთა ფედერაციის პრეზიდენტი მადონა კოიძე, ჟურნალისტ ლიზა ვადაჭკორიასთან ერთად გადაცემა „სახალხო კონტროლს“ უძღვება. ესაა გადაცემა, სადაც წამყვანები მოულოდნელად სტუმრობენ სხვადახსვა კვების ობიექტებს, სილამაზის სალონებს, სკოლის ბუფეტებს და მათ ჰიგიენურ-სანიტარულ პირობებს ამოწმებენ. შედგად, მომხმრებელმა უკვე იცის, ლამაზად გაფორმებული კერძები რა პირიობებში მზადდება, სად ღირს შესვლა და სად - არა. ეს ალბათ გარკვეულწილად მეწარმებსაც „შეაწუხებს„ და სათანადოდ იზრუნებენ სიტუაციის გამოსწორებაზე. მადონა კოიძეს გადაცემასა და ზოგადად არსებულ ჰიგიენურ-სანიტარულ მდგომარეობაზე ვესუაბრეთ, არ გამოგვრჩენია, მეტად აქტუალური სკოლის ბუფეტებისა და საპირფარეშოების თემა.
- როგორ არჩევთ ობიექტს, რომელსაც შემდეგ „სახალხო კონტროლი“ სტუმრობს.
- ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გვიკავშრდება მომხმარებელი და ამის მიხედვით ხდება ობიექტების შერჩევა. ხშირ შემთხვევაში გვწერენ, ვიკვებები ამა და ამ კვების ობიექტში და მაინტერესებს რა მდგომარეობააო. ეს მიდგომა გასაგებია, მაგრამ ჩვენი გადაცემა ერთხელ გადის კვირაში, გვწერს უამრავი ადამიანი და ყველგან მისვლას რასაკვირველია, ვერ მოვახერხებთ. ყოველდღიურად ასზე მეტი წერილი შემოდის, მაგრმ თუკი პრობლემა იდენტიფიცირებულია და მომხარებელი დაზუსტებით გვაწვდის ინფრომაციას, ხშირად გვიგზავნიან ფოტო-ვიდეო მასალას, ამ შემთხვევაში უკვე ვცდილობთ, პრობლემური ადგილები აუცილებლად მოვიცვათ და ვაჩვენოთ მაყურებელს რა ხდება რელურად.
- მეპატრონეებს თქვენი გამოჩენა არ მოსწონთ ხოლმე.
- თქვენ წარმოიდგინეთ და შეიცვალა მეწარმეების დამოკიდებულაბ ჩვენს მიმართ, პირველ ხანებში დიდ აგრესიას ვიწვევდით, მაგრამ დღესდღეობით მადლობას გვიხდნიან, მოსწონთ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ, ავუხსნათ, დავეხამროთ. ჩვენს პრაქტიკაში არის ისიც, რომ თუ ობიექტი, გამოასწროებს პრობლემას, ჩვენ აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას საზოგადეობას ამის შესახებ. მე არ მინდა მომხმარებელს შეეშალოს და იფიქროს, რომ ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება და საშუალება, რომ დავაჯარიმოთ ობიექტი, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, სადამსჯელო ჯარიმების გამოწერის უფლება კი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს, რომელიც ამ ფუნქციას კარგად ასრულებს და კონტროლზე ჰყავს ყველა ის ობიექტი, სადაც ირღვევა მომხმარებელთა უფლებები.
- როგორ ფიქრობთ ადეკვატურია ჯარიმები სიტუაციის?
- რა თქმა უნდა, არა. როდესაც საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობაა, ის მხოლოდ და მხოლოდ 1000 ლარით ჯარიმდება, რაც რა თქმა უნდა, არაა საკმარისი, რადგან კრიტიკული შეუსაბამობა ნიშნავს იმას, რომ თუ საწარმო პროცესი არ გაჩერდა, პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია და იქ გამოშვებულმა პროდუქტმა შეიძლება დააზიანოს ადამინის ჯანმრთელობა. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ჯარიმები გააზრდება. ჩემი აზრით, ჯარიმები უნდა იყოს ძალიან მაღალი და ბიზნესოპერატორი უნდა იყოს ორინტირებული იმაზე, რომ არ დაარღვიოს და არ გადაიხადოს და არა იმაზე, მისთვის რამდენად მტკივნეული იქნება კონკრეტული ჯარიმის გადახდა.
- თუ ისმის ხოლმე მუქარა მეწარმეებისგან, რომ სიუჟეტი არ გაუშვათ ეთერში?
- კი, ძალიან ხშირად, მაგრამ ყველა სიუჟეტი რაც გადაღებული გვაქვს, მივიტანეთ მაყურებლმადე. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ტეელვიზიის, პროდუსერის ლიზა ვადაჭკორიას და შემოქმედებითი გუნდის მიდგომაა.
- თქვენი სტუმრობის და დარღვევბის აღმოჩენის შემდეგ, რეალურად თუ ხდება რეაგირება?
- კი, 100%- იანი შედეგი გვაქვს.ყველა ცდილობს გამოასწოროს და მერე გვირეკავენ, რომ მივიდეთ და ვნახოთ შედეგი.
- მარკეტებში, კვების ობიექტებში რა მდგომარება გვაქვს?
- კვების ობიექტებში რა მდგომარეობააა, ამის შესახებ ჩვენმა მაყურბელმა ძალიან კარგად იცის, რა ინფორმაციაც მე და ჩვენს გუნდს გააჩნია, ის მაყურებლამდე ყოველთვის მიგვაქვს, არცერთი სიუჟეტი არ რჩება ისე, რომ არ ვაჩვენოთ მომხმარებელს, რა დარღვევებზე საუბარი. რაც შეეხება მარკეტებს, ჯერჯერობით ჩვენ მარკეტები არ მოგვიცავს, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და „სახალხო კონტროლი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იყო გასული თევდორე მღვდლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ე.წ. „საბითუმოები“ და საიდანაც მცირე მარკეტებში გადის პროდუქტი, ძალიან საჭირო საქმე გაკეთდა, ყველა ის ბიზნესოპერატორი, რომელიც არღვევდა შენახვის პირობებს, დაჯარიმდა ან დაიკეტა და პრობლმების აღმოფხვრამდე ისინი არ გაიხსნებიან.
- პროდუქტი, რომელიც საქართველოში შემოდის, თუ კონტროლდება?
- პირველადი კონტროლი ხდება საბაჟოზე, მაგრამ ძირითადად მაღალი რისკის მქონე პროდუქტი კონტროლდება, შემდეგ უკვე მარკეტებში არსებულ პროდუქტს აკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
- როგორია საერთო ფონი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სანდო პროდუქტი შემოდის?
- ასე ცალსახად თქმა, რომ პროდუქტი სანდოა, ან არასანდოა არ შეიძლება. ფაქტი ერთია, მომხმარებელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი, ვადების გარდა, შენახვის პირობები, შემადგენლობა და სხვა ფაქტორები, უნდა გამოიკითხოს, არ უნდა მოერიდოს კონსულტანტთან, მენეჯერთან კითხვების დასმას და ურთიერთობას.
- პირადად თქვენ, სად იძენთ პროდუქტს, იქნებ მისცეთ რჩევა ჩვენს მკითხველს, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შევიდეს შეცდომაში?
- ისევე როგორც, თქვენ ყველა, მეც ვარ ჩვეულებრივი მომხარებელი, ვყიდულობ ყველგან, უბრალოდ ვარ ყურადღებით, ვცდილობ გავერკვე, როგორ ინახავენ პროდუქტს და საჭიროების შემთხვევაში ვსვამ ყველა იმ კითხვას, რაც ჩემს ინტერესში შედის.
- ძალიან მტკივნეულია სკოლის ბუფეტების და საპირფარეშოების თემა. იმაზე დაყრდნობით, სადაც იყავით და რაც ნახეთ, რას გვეტყვით, საშიშია შვილები ვკვებოთ სკოლის ბუფეტში?
- სკოლებში ძირითადად მშობლების მოთხოვნის შედეგად მივდივართ, მათგან მოგვდის ხოლმე შეტყობინება და შემდეგ შევიდვართ. ბუფეტებს ძირითადად სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ, ბუფეტებზე ბევრად მძიმე სიტუაციაა საპირფარეშოებში. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ხელის ხშირად დაბანას, რაც ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ ამისთვის შესაბამისი პირობებიც უნდა შვეუქმნათ. კარგია, როცა სკოლაში ცივი წყალი მოდის, მაგრამ ზამთარში, პატარას კი არა შეიძლება, დიდს დაეზაროს ცივი წყლით და საპნით დაისუფთაოს ხელი. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში სკოლის საპირფარეშოებში არ არის საპონი, ხელის გამშრალების საშუალებები, ტუალეტის ქაღალდები, თხევადი საპნები, ნიჟარები არაა სუფთა მდგომარეობაში. სამწუხაროდ, არის ისეთი სკოლები, სადაც საპირფარეშოში საერთოდ არ არის წყალი. ამასთან, საპირფარეშოში არის ძალიან მძფრი სუნი და ხშირ შემთხვევაში გვწერენ მშობლები, რომ ბავშვები ითმენენ და გაკვეთილების დამთავრებამდე არ შედიან საპირფარეშოში. ეს არა მარტო ესტეთიკური თვალსაზრისით არის მძიმე, არამედ საფრთხის მომტანიცაა, იმიტომ რომ შეკავება გარკვეულ პათოლოგიებს იწვევს და იმ რისკის წინაშე ვდგევართ, რომ არა ჯანმრთელი თაობა გაიზარდოს. ამიტომ განათლების სამინისტრომ ბევრად მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საპირფარეშოებს. შეიძლება არ იყოს იმის საშუალება, რომ მთლიანად სკოლები გარემონტდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ ხელის დაბანის საშუალება უნდა მიეცეს ბავშვებს და სუნი არ უნდა იყოს საპირფარეშოში.
- ვინ ან რომელმა უწყებამ უნდა აკონტროლოს საპირფარეშოების ზოგადი მდგომარეობა, განათლების სამინისტრომ?
- რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრომ ან ჯანდაცვის სამინისტრომ, იმიტომ რომ ჰიგიენა პირდაპირ ჯადნაცვის საკითხია. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეს ნამვილად არ ეხება.
ციცი ომანიძე