"მილიონერების ცოლები" რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრობენ მსახიობმა ხატია ბრაჭულმა და ანა მჭედლიძემ განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ მოიპოვეს.
ახლად გამომცხვარი მილიონერების ბაქარ ორჯონიკიძის და თენგო მაზიაშვილის ცოლებმა - თამუნებმა, ფეხი გლამურულ ცხოვრებას დიდად ვერ აუწყვეს, თუმცა ვაკის "უსვეტსკესი" ჩიკას გულის მოგება ნაწილობრივ მაინც მოახერხეს.
როგორც ჩანს, სერიალის მეგობრობამ ხატიაზე და ანაზე რეალურ ცხოვრებაშიც მოახდინა გავლენა და სამოგზაუროდ ერთად გადაწყვიტეს წასვლა. ამჯერად "თამუნები" თავს ავსტრიიდან იწონებენ და ფეისბუქზე მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებენ.
სერიალში გოგონებს შვილები ჰყავთ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ორივე დასაოჯახებელია.
თეკლა ჟვანია