"უკაცრავად, მეფე ლირი და ჰამლეტიც ხომ არ განვასახირებინოთ ამ ბავშვებს ასეთ პატარა ასაკში?!"
ამბობენ, რომ ბავშვობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების განმავლობაში ამახსოვრდებათ ადამიანებს. სხვათა შორის, საბავშვო ბაღებში ჩატარებული ზეიმებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პატარის ცნობიერებაზე. ქართულ რეალობაში ხშირია ფაქტები, როცა მშობლები საბავშვო ბაღის ზეიმებით უკმაყოფილოები რჩებიან. სწორედ ამ თემაზე მოგვწერა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ქალბატონმა.
"5 წელია, რაც ბაღში აღმზრდელად ვმუშაობ და სულ უფრო მეტად ვხვდები, როგორ ძალადობენ მშობლები ბავშვებზე, როცა ზეიმისთვის ვიწყებთ მზადებას და როგორ გადაიქცევა ხოლმე ზეიმი მშობლებისთვის დიდი ფორიაქის მიზეზად. პირადად მე მუდმივად ვცდილობ ისეთი სცენარი მოვარგო ბავშვებს, რომ ყველას გამორჩეული და სახასიათო როლი შეხვდეს და რომელიმე ბავშვი სხვებზე მეტად არ იყოს წარმოჩინებული, უფრ მეტიც, სანამ სცენარის წერას ვიწყებ, ძალიან ბევრ დეტალზე ვამახვილებ ყურადღებას, ვითვალისწინებ აღსაზრდელების ასაკს, უნარს, ინტერესებს, სურვილებს, რათა მათთვის ზეიმი მხიარულებას და დადებით ემოციებს იწვევდეს. სცენარის მომზადების შემდეგ ვუყვები პატარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული როლი და საბოლო ჯამში, როგორ ქმნის ყველა ერთად სახალისო განწყობას. ჩემთვის როგორც აღმზრდელისთვის უმთავრესია, ბავშვი არ დაისტრესოს და მასზე არ ვიძალადო, არ გავაკეთებინო ის, რაც მასში უფრო მეტი კომპლექსის პროვოცირებას გამოიწვევს.
ნახეთ ვიდეო - მამის გადაღებული ზეიმი
Video როცა მამა იღებს ბაღის ზეიმს...
აუცილებლად გამოინახება გზა, ბავშვმა თავისი ფუნქცია იპოვოს, თუ სიმღერის სურვილი არ აქვს, იცეკვოს, ან პირიქით, იმღეროს, თუ მას არ აქვს საჯაროდ გამოსვლის ბარიერები გადალახული, უმჯობესია ეს მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ძალდატანებით. მაგალითად, შარშან გვქონდა ასეთი შემთხვევა, გვყავდა აღსაზრდელი, რომელსაც არ ჰქონდა სურვილი ზეიმზე გამოსვლის, არ უნდოდა ჩართვა აქტივობებში, მიუხედავად იმისა, უნარებს არ ვუჩიოდით, თბილი მოპყრობით და საუბრით დავითანხმე, რომ უბრალოდ მეგობრების გვერდით ყოფილიყო და ლამაზად გამოპრანჭული მოსულიყო. რეპეტიციებზეც იდგა, თანდათან იმდენად მოეწონა რეპეტიციები, რომ აცეკვდა და ბავშვებთან ერთად მღეროდა, თუმცა კონკრეტული როლის მორგებაზე უარი გვითხრა. ამის შესახებ მშობელი საქმის კურსში დროულად ჩავაყენე, რათა მერე არ ჰქონოდა პრეტენზიები, ვუთხარი, ჯობია, ამ ეტაპზე ასე გადავლახოთ ბარიერი, შემდეგ კი უფრო გათამამდება-თქო, ერთი შეხედვით დამეთანხმა, მეორე დღეს კი ბავშვი ისეთი ანერვიულებული მოვიდა, რეპეტიციებზეც კი არ დადგა, დედამ მითხრა, თუ არაფერს იტყვი, საერთოდ არ მოვალ ზეიმზეო. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, რა ჯობდა, ბავშვი ყოფილიყო მეგობრებთან ერთად ზეიმზე, ეცეკვა და ემღერა, თუ ის, რომ საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა? აბსოლუტურად მესმის ყველა მშობლის, როგორ სურთ გამოირჩეოდნენ მათი შვილები, თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ - თავიანთი ახირებებით ძალადობენ ბავშვებზე. ყველას ერთნაირი უნარი არ აქვს, ზოგი ბავშვი მეტად თამამია, ზოგისთვის საჯაროდ გამოსვლა ბარიერია, რომელიც ეტაპობრივად უნდა დაიძლიოს. მახსოვს, ჩემს ძმას ზეიმზე სკოლაში ლექსი შეეშალა, 6 წლის იყო მაშინ, ისე დაკომპლექსდა ცალკე მასწავლებლისგან და ცალკე დედაჩემისგან, რომ არც ერთ ზეიმზე აღარ გამოსულა მერე.
რადგან ბოლო დროს მშობლების გახშირებული პრეტენზიების ფონზე, სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ზეიმი, რომ კმაყოფილი იყოს ბავშვიც, მშობელიც და პედაგოგიც, გაგიზაიარებთ ფსიქლოგების მოსაზრებას:
ფსიქლოგების აზრით, საზეიმო განწყობას პირველ რიგში ქმნის სცენარი და შემდეგ ამ სცენარის შემსულებლებელი პატარები.
როგორი უნდა იყოს ბაღის ზეიმი?
ზეიმი უნდა იყოს ბავშვების ასაკსა და შესაძლებლობებზე მორგებული.
კარგად ორგანიზებული ზეიმის მიღმა ბევრი ფსიქოლოგიური ასპექტი იმალება - პატარების მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი, შესაბამისი ატომოსფეროს შექმნა ბავშვებისთვის, ბავშვების მეტყველების განვითარება და ბავშვების აღზრდის მეთოდები.
საბავშვო ბაღის ზეიმისთვის სამზადისი არის რთული და ძალიან საპასუხისმგებლო საქმე. უმჯობესია, ზეიმის დროს გამოყენებული იყოს თამაშის ელემენტები. ზეიმამადე სივრცე უნდა იყოს მოწყობილი, ბუშტებით, ფერადი ზონარებით რათა ღონისძიების ბოლომდე ბავშვები დატკბენ მათი ყურებით და არ ჰქონდეთ დაბნეულობის შეგრძნება. ასევე გასათვალისწინებელია რეპეტიციებზე მოირგონ ბავშვებმა სამოსი, რათა ზეიმზე არ გაუჭირდეთ მოძრაობა.
ზოგადად, ბავშვებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სპექტაკლები.
იმისათვის, რომ ბავშვები არ გადავღალოთ, საჭიროა ხშირი ცვლილებების განხორციელება ზეიმზე. ამიტომ არის სასურველი თამაშის ელემეტების გამოყენება. ისინი ბავშვებს საშუალებას აძლევენ, კიდეც დაისვენონ და საკმარისადაც იმოძრაონ. რა თქმა უნდა, ბავშვების მოტივირება შეიძლება დასაჩუქრებით, თუ პატარებს განცდა ექნებათ, რომ ზეიმის ბოლოს დასაჩუქრდებიან, უფრო დიდი მონდომებით შეასრულებენ თავიანთ როლს.