თანამედროვე ქალი ძალიან დაკავებულია, მით უფრო, ცნობილი ადამიანი. შესაბამისად, ბავშვის აღზრდაში მათ ხშირად ძიძა ეხმარებათ.
თანამედროვე ქალი ძალიან დაკავებულია, მით უფრო, ცნობილი ადამიანი. შესაბამისად, ბავშვის აღზრდაში მათ ხშირად ძიძა ეხმარება. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც თავიანთი შვილის აღზრდას სხვას ვერ ანდობენ და ბავშვებს ძიძის გარეშე ზრდიან.
ალანა გაგლოევა
ჟურნალისტი ალანა გაგლოევა დედა რამდენიმე წლის წინ გახდა. მას ვაჟი შეეძინა. ალანა ქმარ-შვილთან ერთად გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, ცოტა ხნის წინ კი საქართველოში დაბრუნდა. ალანა გაგლოევას პატარა ვაჟისთვის ძიძა არ აუყვანია. ის ძირითად დროს ბავშვთან თავად ატარებს და ზოგჯერ ბებიაც ეხმარება.
თეა დარჩია
სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩიას ოთხ შვილი ჰყავს - 25 წლის მარიამი, 15 წლის მირიანი, 6 წლის იოანა და 3 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოვლეთის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. თეამ ოთხივე შვილი ძიძის გარეშე აღზარდა და როგორც თავად ამბობს, ამ საქმეში მას მისი მეუღლე ეხმარება.
თამუნა მუსერიძე
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მალე მეორე შვილის დედა გახდება. მას ქალიშვილი შეეძინება. თამუნას უფროსი ვაჟი ალექსანდრე მაკალათია 8 წლის არის, დედამ ის ძიძის გარეშე გაზარდა. ალექსანდრეს გაზრდაში თამუნას დედა ეხმარებოდა.განაგრძეთ კითხვა