ბავშვიან ოჯახებში ყველაზე ხშირად ქათმის ხორცს იყენებენ ნებისმიერ დიასახლისს უწევს გაყინული ხორცის მომზადება. გაყინვა ხომ ყველაზე მარტივი და უსაფრთხო შენახვის წესია ხორცპროდუქტებისთვის. ბავშვიან ოჯახებში ყველაზე ხშირად ქათმის ხორცს იყენებენ, ამიტომ დედებს მუდამ აქვთ საყინულეში გადანახული თუნდაც "ბიბილოს" ქათმის ფილე, ბარკლისა თუ ფრთების ნაჭრები, რომლებიც პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ.
გალღვობის შემდეგ ხორცი წამოადუღეთ და წყალი გადაუღვარეთ. ეს პროცესი ორჯერ გაიმეორეთ. პედიატრების რჩევით, ორჯერ წამოდუღებული და წყალგამოცვლილი ბულიონი პატარა ორგანიზმისთვის სრულიად მისაღებია.
თუ შეწვას აპირებთ, შემოგთავაზებთ საბავშვო ქათმის მწვადის ძალიან მარტივ რეცეპტს:
ზეთი
ნიორი
მარილი.
1 ჭიქა მაწონში ჩაყარეთ მარილი, 1 კბილი ნიორი, 1 ს/კ ზეთი. ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის ოდნავ წითელი წიწაკაც შეიძლება. მოასხით ნაზავი ქათმის კუბებს და გააჩერეთ რამდენიმე საათით.
დამარინადებული ხორცი შეწვით ელექტროგრილში ან ტაფაზე. პატარებს უფრო მოეწონებათ, თუ პატარა ხის მოგრძო ჩხირებზე ააგებთ 2-3 ნაჭერს, და ისე შეწვავთ.
მაწონში დამარინადება ქათმის ხორცს იმდენად არბილებს, რომ მისი ცივად ჭამაც სასიამოვნოა. ამიტომ წინასწარ შემწვარი ქათმის მწვადები ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე წასაღებადაც გამოდგება და ბავშვისთვის კარგი დასანაყრებელი საშუალებაც იქნება.