გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი საჭირო მასალა:
ხაჭო – 500 გრამი
მანანის ბურღული – 0,5 ჭიქა
ქიშმიში – 100 გრამი
კვერცხი – 2 ცალი
შაქარი – 0,5 ჭიქა
მარილი, ვანილი – 2 გრამი
მომზადება
ათქვიფეთ ერთად კვერცხის გული და ხაჭო. თუ ხაჭო ტკბილი არ არის, შაქარი დაუმატეთ.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა ცოტა მარილით, სანამ კარგ, მკვრივ ქაფს არ მიიღებთ.
კვერცხის გულისა და ხაჭოს ნარევს დაუმატეთ მანანის ბურღული და 15 წუთით დატოვეთ, რომ ცოტა გაფუვდეს. შემდეგ დაუმატეთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში ან რაიმე სხვა, რაც გინდათ, რომ გულში ჰქონდეს ნამცხვარს. ფრთხილად შეურიეთ ამ ნარევს კვერცხის გათქვეფილი ცილა – ქვემოდან ზემოთ და ნაპირიდან ცენტრისჯენ მოძრაობებით. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებ მოძრაობაში ჩაეტიოთ, რომ გაფუებული ცომი არ დაზიანდეს.
მომზადებული ნარევი ფორმებში მოათავსეთ და 180 გრადუსზე ღუმელში გამოაცხვეთ 15-20 წუთით.
ეს საბავშვო ვარიანტებია
შეგიძლიათ მიირთვათ მურაბით, არაჟნით. გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი.