სიტუაცია უფრო რთულადაა, ვიდრე ჩანს... ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი უკვე 2 წელია განქორწინებულები არიან, მაგრამ სასამართლო პროცესები ახლაც მიმდინარეობს. მორიგ პროცესზე ბრედმა ბავშვებთან მეტი ურთიერთობის უფლებები „მოიპოვა“. თუ ენჯი არ დაეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და არ წავა დათმობაზე ყოფილ მეუღლესთან, დაკარგავს იმ პრიორიტეტებს, რაც მანამდე მიანიჭა სასამართლომ.
მასობრივი ინფორმაციის წყაროებში მოხვდა სასამართლოს დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობები როგორც დედასთან, ასევე მამასთან. როგორც ცნობილი იყო, ბრედი ძალიან შეზღუდული გახლდათ ბავშვებთან ურთიერთობაში.
სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ბრედს შეუძლია რამდენიმე საათი დაჰყოს დღეში ბავშვებთან, მოგვიანებით კი - მთელი დღით წაიყვანოს ისინი.
ახლა ჯოლიმ უნდა უზრუნველყოს მამისა და შვილების შეხვედრები, მისცეს მას ბავშვების მობილური ტელეფონების ნომრები და არ გააკონტროლოს მათი პირადი საუბრები მამასთან, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ვინ იფიქრებდა! როგორი შეზღუდვები ჰქონია დაწესებული პიტს!
შეგახსენებთ, რომ წყვილს 6 შვილი ჰყავს: სამი ბიოლოგიური და 3 აყვანილი. განქორწინების ერთ-ერთ მიზეზად ჯოლი ასახელებს ბრედის უხეშ დამოკიდებულებას ბავშვებთან. ბრედი კი აცხადებს, რომ ჯოლი ძალიან ათამამებდა და ბევრის უფლებას აძლევდა მათ.
სასამართლო გარჩევებმა საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო. კარგი იქნება, თუ ყოფილი მეუღლეები წავლენ კომპრომისზე ბავშვების გულისთვის. ისინი ხომ უკვე ორი წელია დაძაბულ ვითარებაში ცხოვრობენ.