"ჩვენი მეგობრობა 2011 წლიდან იღებს სათავეს, პირადად მე დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ოჯახი, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად..." ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკუშა შენგელაიამ და ეკა ჭიჭინაძემ ქორწინება ოფიციალურად რამდენიმე წლის წინ გააფორმეს. ქორწილის დეტალებსა და ზოგადად, ქართულ ტრადიციებზე ეკა ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ.
- შეგვეძლო, სადმე წავსულიყავით და უბრალოდ, ხელი მოგვეწერა, მაგრამ ეს ყველაფერი გასართობად მოვიფიქრეთ. როცა ადამიანი ასაკში შედის, საჭიროა, ბიუროკრატიული საკითხები მოგვარებული ჰქონდეს.
წლების წინ ქორწილი კი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ულამაზესი რიტუალით, ჯვრისწერით შემოვიფარგლეთ და ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ახლა კი, 20 წლის შემდეგ, ზუსტად ჯვრისწერის დღეს, 24 ოქტომბერს დავამთხვიეთ ხელის მოწერა, თან ამ დღეს ნიკუშას დაბადების დღეცაა და სიმბოლური იყო. საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ (იცინის). ნიკუშამ ბევრი იფიქრა, კარგად დამაკვირდა და ისე მომიყვანა ცოლად, წინა ცოლების შემთხვევაში დაუკვირვებლად დგამდა ნაბიჯს, ახლა კი დამაკვირდა და აშკარად გაუმართლა, ხელიც მოვაწერეთ (იცინის).
- პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ქორწილში იყვნენ, ჩვენი მეგობრები არიან, ისინი ახლა არიან ხელისუფლებაში, თორემ ჩვენ უკვე ბევრი წელია, ვმეგობრობთ. დათო უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ოჯახთან ნათელმირონობა გვაკავშირებს, ნიკუშა მათი უმცროსი ბიჭის ნათლიაა, მაია ფანჯიკიძე კი ძალიან დიდი ხანია, ჩვენი მეგობარია, ასე რომ, ჩვენთან მეგობრული სტატუსით იყვნენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილსა და ეკას, ჩვენ შორის პოლიტიკა არ არსებობს, სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი მეგობრობა 2011 წლიდან იღებს სათავეს, პირადად მე დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ოჯახი, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად.
- დიდი ტელევიზორი. დასამალი არაფერია, რადგან ოჯახური დღესასწაული გვქონდა, სიმბოლურად საოჯახო ნივთი გვაჩუქა.
- როცა ამ ოჯახის წევრი ხდები, რასაკვირველია, პასუხისმგებლობა არის, თან სერიოზული. ჩვენ გიორგისთან მთელი 8 წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ არც მისგან, არც სოფიკოსგან არც ერთხელ არ გვიგრძნია, რომ ისინი ამხელა პიროვნებები იყვნენ და მათი სიდიდეც სწორედ აქედან მომდინარეობს. გიორგი ძალიან საინტერესო და უნიჭიერესი ადამიანია, სოფიკოს კი რაც უფრო ახლოს იცნობდი, მით უფრო აღფრთოვანებაში მოდიოდი ყოველდღე. განაგრძეთ კითხვა