უფროსი შვილი 2 წლისაა, უმცროსი - 11 თვის ბავშვები დიდი ბედნიერებაა, თუმცა პატარების გამოჩენასთან ერთად ცხოვრება მთლიანად იცვლება. ჩვეულებრივი ოჯახური იდილია ხანდახან ქაოსსაც ემსგავსება. განსაკუთრებით დედიკოები "ერთობიან" ამ ქაოსით, რაც ერთმა მხიარულმა დედამ ილუსტრაციებში ასახა.
მარია გორბუნოვა მხატვარია და ორი შვილის დედა. უფროსი 2 წლისაა, პატარა - 11 თვის. სახლში კიდევ ძაღლი ჰყავთ და ერთი სიტყვით, დროს კარგად ატარებენ. ამ ყველაფერს მარია სახალისო ნახატებად აგროვებს და სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც უამრავი მოწონება მოჰყვება ხოლმე.