რით განსხვავდება ზაფხულის მენიუ ზამთრის მენიუსგან? რა ვაჭამოთ ბავშვს ზაფხულში? რით განსხვავდება ზაფხულის მენიუ ზამთრის მენიუსგან? რამდენად ხშირად უნდა ვაჭამოთ ბავშვს ზაფხულში ხორცი? საჭიროა თუ არა ცხიმის ჭამა ზაფხულში?..
საზაფხულო მენიუ შემდეგი მოსაზრების გათვალისწინებით უნდა შეადგინოთ: ბავშვი იზრდება. ამიტომ, საჭიროებს ცილის მიღებას. ზაფხულში სხეულის გასათბობად კალორიების დაწვა აუცილებელი არაა. სამაგიეროდ, იმატებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა ოფლის სახით. მასთან ერთად კი - მარილებისაც. აი, ამ სქემის გათვალისწინებით უნდა შეადგინოთ საბავშვო მენიუ. უფრო დაწვრილებით კი თითოეული პუნქტი განვიხილოთ.
5 რამ, რისი ჭამა და დალევაც არ შეიძლება ძლიერ სიცხეში
საჭიროა თუ არა ზაფხულში კატლეტების ჭამა?
ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ზრდისთვის ბავშვს ცილა სჭირდება. თუმცა, ბავშვების უმეტესობა კატლეტებს კი არა, ზაფხულში თითქმის არაფერს ჭამს. უნდა გითხრათ, რომ საქონლის, ღორის და თუნდაც ხბოს კატლეტების ჭამა ბავშვისთვის რთულია, ზამთარშიც კი. მას ორგანიზმი რთულად ინელებს. თუ ღორის ხორცს საერთოდ გამორიცხავთ, ამით არაფერი დაშავდება.
თუ ბავშვო ხორცს არ ჭამს, ნუ დააძალებთ. შესთავაზეთ კვერცხი, ხაჭო, რძე, ყველი (ნაკლებმარილიანი).
რა რაოდენობის ცხიმები გამოვიყენოთ?
მიუხედავად იმისა, რომ ცხიმები ზედმეტი კილოგრამების მომატებას უწყობს ხელს, ისინი ორგანიზმისთვის მაინც აუცილებელია. ზამთარში უპირატესობა ცხოველურ ცხიმს უნდა მიანიჭოთ. ისინი ორგანიზმს გათბობაში ეხმარებიან. ზაფხულში - ზეთებს. გარდა ამისა, ზაფხულში ზეთები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, იცავენ ბავშვის კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ეხმარებიან ორგანიზმს დ და კ ვიტამინების სინთეზში.
უმჯობესია, ბავშვის რაციონში არარაფინირებული ზეთი არსებობდეს: ზეითუნის, სიმინდის, გოგრის თესლი... მათი შეძენა ყველა სუპერმარკეტში შეიძლება.
უნდა იყოს თუ არა ნახშირწყლები ბავშვის საზაფხულო მენიუში?
უნდა იყოს, ისევე როგორც ზამთრის რაციონში. მათ ბავშვი ძირითადად ფაფებიდან უნდა იღებდეს. მსუბუქ და გემრიელ ნახშირწყლებს კი - ხილისგან მიიღებს.
რა ვაჭამოთ ბავშვებს ძლიერ სიცხეში - საზაფხულო მენიუ
ვიტამინები ბევრი არასდროსაა?
გეშლებათ. ზოგიერთი ხილის გადამეტებულმა ჭამამ, ისეთი როგორიც მარწყვია, ბავშვში შეიძლება ალერგია, დიარეა, გამონაყარი და მუცლის ტკივილი გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ნაკლები უნდა იყოს ერთ ჯერზე შესაჭმელი ხილის ულუფა. რაც შეეხება მარწყვს, ის 5 წლის ბავშვის რაციონში 100 გრამდე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ ბავშვმა 100 გრამი ხილი შეჭამა, გაუშვით ითამაშოს, ირბინოს, ერთ-ორ საათში კი კიდევ ერთი ულუფა ხილი აჭამეთ და ასე დღის განმავლობაში. შედეგად, დღეში თითქმის კილომდე ხილის ჭამა გამოუვა ბავშვს, რაც იდეალურია.
არ დაივიწყოთ რძის პროდუქტები
ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის კუჭის მოქმედებაში. ხაჭო, კეფირი და მაწონი რეგულარულად უნდა იყოს ბავშვის რაციონში და ვერანაირი ბოსტნეული მას ვერ ჩაანაცვლებს. მართალია, ბოსტნეული უჯრედისითაა მდიდარი, მაგრამ რძის პროდუქტებში შემავალი საჭირო ბიფიდობაქტერიებზე უარი არ უნდა თქვათ. უკეთესი იქნება, თუ რაციონში უჯრედისისა და რძის პროდუქტების ბალანსს დაიცავთ. აუცილებლად აჭამეთ ბავშვს ზაფხულში მაწონი და სასურველია, მას თავად ამზადებდეთ.