ბავშვების დაბადების შემდეგ წყვილი ეჯახება სერიოზულ გამოწვევებს. ეს დიდი სტრესია ურთიერთობებისთვის... თქვენ ზუსტად იცით, რა აუკრძალოთ საკუთარ შვილს, როგორ აღზარდოთ. თუმცა, თქვენი პარტნიორი ყველანაირად ხელს უშლის თქვენს პედაგოგიურ პროცესს. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი სრულდება ჩხუბით. როგორ ვმართოთ ეს პროცესი და შევინარჩუნოთ სიმშვიდე, იციან ნიუფელდის ინსტიტუტში.
1. ნუ ეცდებით მოიქცეთ ერთნაირად
ხშირად ოჯახში თავს იყრიან სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც თავიანთი შეხედულება აქვთ აღზრდაზე. ბავშვისთვის საკმარისია ერთი ადამიანი, რომელთანაც ის ღიად გამოხატავს თავის გრძნობებს. პრობლემები დაიწყება მაშინ, თუ მას არ ეყოლება ასეთი პიროვნება, რომელსაც გაუზიარებს თავის ემოციებს, ოთახში ჩაიკეტება და დათუნიასთან ერთად დაიძინებს.
2. ნუ დადგებით ბავშვის მხარეს
როდესაც ოჯახში ხდება კონფლიქტი, მაგალითად მამასა და ბავშვებს შორის, კამათის დროს შეეცადეთ არ დაიჭიროთ ბავშვის მხარე. მით უმეტეს არ ღირს მოიქცეთ დემონსტრატიულად და "დატუქსოთ" მეუღლე ბავშვების თანდასწრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები იფიქრებენ, რომ "დედა კარგია, მამა კი - ცუდი". ასეთ მომენტში უნდა თქვათ: "მამა გაბრაზებულია, ასე მოხდა, არა უშავს, შენ ძალიან ცუდად მოიქეცი." დაეხმარეთ დამშვიდდეს, თუნდაც იტიროს... მეუღლესთან ცალკე გაარჩიეთ მომხდარი სიტუაცია.
3. დაეხმარეთ ერთმანეთს უთანხმოების შედეგების განეიტრალებაში
კონფლიქტი - უფსკრულია, სადაც დუღს წყალი ან ლავა. ამ უფსკრულთან ყოველთვის შეიძლება ხიდის გადება. თუ მეუღლეს არ შეუძლია ბავშვთან ურთიერთობის დალაგება, კონფლიქტის შემდეგ - დაეხმარეთ მას. შეგიძლიათ უთხრათ ბავშვს: "მამას (დედას) მძიმე დღე ჰქონდა, შენ არაფერ შუაში ხარ, საყვარელო, უფროსებსაც აქვთ მძიმე პერიოდები. იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მამას ძალიან უყვარხარ. ცოტა ხანში დამშვიდდება და ისევ გააგრძელებთ გემის მშენებლობას, რომლის აგებაც გუშინ დაიწყეთ. ყველაფერი კარგად იქნება". ბავშვები ძალიან მშვიდდებიან ასეთი საუბრებით.
4. გაუზიარეთ სიახლეები
პარტნიორულ ურთიერთობებში არავის არ მოსწონს, როდესაც აკრიტიკებენ "მასწავლებელი-მოსწავლეს" პოზიციიდან. ასეთი ქცევა იწვევს მხოლოდ საპასუხო წანააღმდეგობას-აგრესიას.
ნოტაციის კითხვის ნაცვლად მოუყევით თქვენს დადებით გამოცდილებაზე. ასეთი ფორმით ადამიანს სიამოვნებს ინფორმაციის მიღება. მაგ: "გუშინ, სანამ ანას ვთხოვდი, რომ დაელაგებინა ოთახი, დავჯექი მასთან და ვისაუბრეთ, ცოტა ვიხუმრეთ და შემდეგ ვთხოვე დახმარება ოთახის დალაგებაში. იცი, სიამოვნებით დამთანხმდა! ვეცდები მეორეჯერაც ასევე მოვიქცე".
5. ნუ აკონტროლებ უცხო ურთიერთობებს
ხშირად ქალებს ჰგონიათ, რომ მათ უკეთ იციან ბავშვებთან მოქცევა და ამიტომ ცდილობენ აკონტროლონ მეუღლისა და შვილის ურთიერთობები, უფროს და უმცროს შვილებს შორის დამოკიდებულებები. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. მიეცით თავისუფლება მეუღლეს და თვითონ დაარეგულირებს ბავშვებთან ურთიერთობებს.
10 რამ, რაც კარგმა დედამ უნდა ასწავლოს შვილს
6. დაამყარეთ კონტაქტი მანამ, სანამ მთავარზე ისაუბრებთ
ეს წესი მხოლოდ ბავშებთან ურთიერთობაში არ მოქმედებს. მანამდე, სანამ ეცდებით პარტნიორს რაიმე აუხსნათ, დარწმუნდით, რომ ის მზადაა მოსასმენად. თუ ადგილი ჰქონდა კამათს, უნდა დააცადოთ დამშვიდება და ამის შემდეგ მშვიდად დაელაპარაკოთ და გაარჩიოთ სიტუაცია. არ შეიძლება უსიამოვნო მომენტების მიჩუმათება, რადგან ოდესღაც აუცილებლად ამოტივტივდება.
7. შეცვალეთ როლები
ბავშვების დაბადების შემდეგ წყვილი ეჯახება სერიოზულ გამოწვევებს. ეს დიდი სტრესია ურთიერთობებისთვის. ისწავლეთ შეიგრძნოთ და თანაუგრძნოთ ერთმანეთს საჭირო მომენტში. გაცვალეთ როლები: ისწავლეთ იყოთ ის, ვინც ზრუნავს და მიიღეთ დახმარება პარტნიორისგანაც.