მიმო ივანიაძე და მისი ქალიშვილები ავარიისას გარდაიცვალნენ, მეუღლე საავადმყოფოშია
ჩაქვში მომხდარმა ავარიამ დღეს სრულიად საზოგადოება შეძრა. როგორც გავარკვიეთ, დაღუპულები არიან 24 წლის მიმო ივანიაძე და მისი 6 თვის ტყუპი ქალიშვილი - სესილი და ნიაკო. ავარიის დროს დაშავდნენ ასევე ბავშვების დედა თეონა იაკობიძე და ბებია, რომლებიც გადარჩნენ და ბათუმის დედათა და ბავშვთა რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სავარაუდოდ, ოჯახი ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა.
თეოს და მიმოს ქორწილის ფოტო
ვიზიარებთ ოჯახის ტრაგედიას და კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამ ამბით შეძრული ადამიანების თხოვნას ყველა მძღოლის მიმართ - იარეთ ნელა და დაიცავით წესები, რათა თავიდან ავიცილოთ ამდენი ტრაგედია და ამდენი გაუბედურებული ოჯახი...