ინგრედიენტები:
1928-ის შვრიის ფანტელი - 65 გრ ქოქოსის ფანტელი - 10 გრ ფქვილი - 45 გრ შაქარი - 40 გრ კარაქი - 75 გრ თაფლი ან მურაბის წვენი - 1 ს/კ. სოდა - ¼ ჩ/კ ცხელი წყალი - 1 ს/კ
მომზადების წესი:
- აურიეთ ცხელი წყალი და სიროფი (მურაბის წვენი ან თაფლი);
- გაალღვეთ კარაქი;
- ჯამში ჩაყარეთ 1928-ის შვრიის ფანტელი, ქოქოსი და ფქვილი;
- დაუმატეთ სიროფი და კარგად მოურიეთ;
- დააფინეთ საცხობ ლანგარზე საცხობი ქაღალდი, ხელით გააკეთეთ ცომისგან ბურთულები და გადაანაწილეთ ფორმაზე;
- ხელით დააბრტყელეთ ორცხობილები;
- მოათავსეთ ლანგარი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში (შუა ნაწილში), გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე;
- ღუმლიდან გამოღების შემდეგ, გააგრილეთ ორცხობილები და მიირთვით ჩაისთან ან რძესთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!