"დაკავებული მამა ბრალს არ აღიარებს და თავს ცუდად გრძნობს, ვინაიდან მას საპატიმროში დიაბეტი გამოუვლინდა"
სვანეთში მცხოვრები 8 შვილის მამა, ამირან დევნოზაშვილი შვილების შინ გამოკეტვის გამო დააკავეს. ის შვილებს, რომელთა შორის ორი დიაბეტით არის დაავადებული, სწავლისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების უფლებას არ აძლევდა. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.
დევნოზაშვილი სისხლის სამართლის 150-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც იძულებას გულისხმობს. დაკავებულის ადვოკატის, გოჩა კილასონიას განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს ცუდად გრძნობს, ვინაიდან მას საპატიმროში დიაბეტი გამოუვლინდა.
- ეს ადამიანი უკვე ორი კვირაა დააკავეს. ამ დროს გამოუვლინდა მას დიაბეტი, ისე რომ საკუთარი დაავადების შესახებ არ იცოდა. როცა სისხლში დიაბეტის დონე გაუზომეს, 300 ერთეულამდე ჰქონდა აწეული და ძალიან განიცადა. უნდოდა, რომ აღნიშნულ დაავადებაზე მკურნალობა ინექციით დაეწყოთ და საავადმყოფოში გადაეყვანათ, რის შესახებაც მივმართე საპატიმრო დაწესებულებას, თუმცა მათ ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს. მხოლოდ ბოლო დღეებში შემატყობინეს, რომ დევნოზაშვილი ისევ საპატიმროშია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მხოლოდ აბებით.
- დიაბეტის ამ ნიშნულზე, ინექციების მკურნალობა არ ინიშნება, რაც სავარაუდოდ ალბათ ბრალდებულმაც იცის, მის ორ შვილსაც ხომ დიაბეტი აქვს. ისიც, ცნობილია, რომ დაკავებული, რომელსაც 8 შვილი საზოგადოებისგან იზოლირებულ პირობებში ჰყავდა, ბრალს არ აღიარებს, რა არგუმენტს იშველიებს უდანაშაულობის დასამტკიცებლად?
- დავიწყოთ იმით, რომ ვიცი ბავშვები, რომელთაც დევნოზაშვილის შვილებთან კონტაქტი აქვთ. აქედან ერთ-ერთი დევნოზაშვილის დისშვილია, რომელიც ამჟამადაც არდადეგებზე დევნოზაშვილის შვილებთან იმყოფება, მეორე კი ერთ-ერთი ნაცნობი ოჯახისა. რაც მთავარია, ეს ბავშვები შინ იღებდნენ განათლებას. ასევე რაც გავრცელებული პრაქტიკაა დევნოზაშვილის მეუღლე გერმანულის მასწავლებელია, მასწავლებელია ბავშვების ბებიაც. ასე, რომ, ბავშვებმა იციან გერმანული და რუსული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაცვას ბოლომდე ვაპირებ, - რა შორს წავიდეთ, კონსტანტინე გამსახურდიაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საბჭოთა სკოლაში არ ატარებდა.
- მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ცნობილია, შვილებს ნაწილობრივ განათლებას შინ აძლევდა, მაგრამ ისინი საზოგადოებისაგან იზოლირებულები არ იყვნენ. მთელმა საქართველომ იცის, რომ ზვიად გამსახურდია სკოლაში ცნობილ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა.
- კარგად ვიცი, რასაც ვამბობ, დევნოზაშვილს ბოლომდე დავიცავ.
…მომხდარზე დევნოზაშვილების ერთ-ერთ მეზობელს ვესაუბრეთ, რომელიც ამ ოჯახში მხოლოდ სოციალური საჭიროებების გამო ხვდებოდა. განაგრძეთ კითხვა
სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი და გარეთ არ უშვებს(ნახეთ ვიდეო)