"მომავალი ქმრისთვის უარი მხოლოდ ასაკობრივი სხვაობის გამო რომ მეთქვა, ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა" - საფრანგეთის პირველი ლედის 15 აღიარება
მაკრონების წყვილი მართლაც გამორჩეულია. სკოლის მოსწავლეს გათხოვილი ქალი შეუყვარდა. ყმაწვილმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ამ ქალს ცოლად მოიყვანდა.
ოფიციალური ცნობებით, ჯერ კიდევ 15 წლისას შეუყვარდა თავისი სკოლის მასწავლებელი, ფრანგულის პედაგოგი, მაშინ 39 წლის ბრიჯიტ ტრონიე, რომელიც მასზე 24 წლით არის უფროსი. რამდენიმე
წელი დაიცადა. 17 წლისა სიყვარულში გამოუტყდა და შეჰპირდა, რომ მასზე იქორწინებდა, რაზეც ქალს გაეცინა... თუმცა 2006 წელს ბრიჯიტი 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაეყარა და 2007 წელს მათ იქორწინეს კიდეც.
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, წყვილი ბედნიერებისგან ბრწყინავს. იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ, როგორია სინამდვილეში ბრიჯიტ მაკრონი, ქალბატონი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტის გული დაიპყრო, მის ცნობილ ციტატებს გაგაცნობთ.
"როდესაც ემანუელი 17 წლის იყო, მითხრა, რადაც უნდა დამიჯდეს ცოლად მოგიყვან".
"ის არ გავდა სხვა მოზარდებს, დიდებთან ის დიდი კაცივით იქცეოდა."
"ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით. საკუთარი მოთმინებით ჩემი წინააღმდეგობა დაამარცხა".
"სიყვარულმა გზად ყველაფერი წაშალა და პირველ განქორწინებამდე მიმიყვანა, რასაც წინ ვერაფრით აღვუდექი".
"მომავალი ქმრისთვის უარი მხოლოდ ასაკობრივი სხვაობის გამო რომ მეთქვა, ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა".
"როდესაც ჩვენს შესახებ რამეს ვკითხულობ, მგონია, რომ ეს სხვა ადამიანებს ეხებათ. სინამდვილეში ეს ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ამბავია".
"ემანუელთან გატარებული 20 წლის განმავლობაში თავს უამრავი რამ გადამხდა. იმის წარმოდგენა კი არ მინდა, რა იქნება მომავალში".
"ადრე ასაკთან დაკავშირებულ კითხვებზე ძალიან მტკივნეულად ვრეაგირებდი, ახლა კი საკუთარ თავს ვეუბნები, დამშვიდდი და დაელოდე, როდის დასრულდება ეს შეკითხვები".
"თავს არ ვგრძნობ არც პირველად, არც უკანასკნელად, მე უბრალოდ ბრიჯიტ მაკრონი ვარ"!
"დილაობით ერთად ვსაუზმობთ, ის თავისი ახალგაზრდობით, მე კი ჩემი ნაოჭებით".
"ჩვენ ერთმანეთის ტვინს ვაშალაშინებთ".
"ძალიან დიდ ძალისხმევას ვიღებ საიმისოდ, რომ საკუთარი თავი სწორად წარმოვაჩინო. მოუწესრიგებელი სახლიდან არასდროს გავალ!"
"მუხლსზემოთ ქვედაბოლოს ვატარებ, მაგრამ არა მინის. მინის მაშინ ვატარებდი, როდესაც შედარებთ ახალგაზრდა ვიყავი. ჩანთაში ვმალავდი ხოლმე, რათა ჩუმად ჩამეცვა და როკ ენ როლი მეცეკვა".
"ყურადღება უნდა მივაქციო ყველაფერს და მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდე ემანუელს".
"მგონია, რომ 21-ე საუკუნე ქალების იქნება. სწორედ ქალებმა გადაარჩინეს სამყარო".
ბრიჯიტ მაკრონის ქალიშვილი 65 წლის დედისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ურთიერთობაზე