გიო, რომელიც დედამ მიატოვა, ხშირად ხდება ქუჩაში ძალადობის მსხსვერპლი საქველმოქმედო ფონდ "იალქანის" დამფუძნებელი თიკო აბაშიძე პატარა გიოს დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. თუ რატომ თვლის იგი გიოს დედად თავს, ამის შესახებ თავად გვიამბობს...
- 12 წლის გიორგი წულუკიძე 1 წლის წინ გავიცანი პოლიციის განყოფილებაში (სამწუხაროდ, გიო ხშირად ხდება ქუჩაში ძალადობის მსხსვერპლი). მას შემდეგ მე და გიო ერთად ვუმკვლავდებით მის ცხოვრებაში არსებულ ყველა პრობლემას. გიოს დედა არ ჰყავს, რადგან მასზე დაბადებიდან უარი თქვეს. ბავშვთა სახლში იზრდებოდა, საიდანაც გარკვეული დროის შემდეგ მამამ წაიყვანა... გიოს ცხოვრება უმძიმეს სიდუხჭირეში უწევს. საკუთარი საცხოვრებლიც კი არა აქვთ. ამას ემატება მისი ჯამრთელობის პრობლემა. დიდი ხნის წინ გიომ ჩხუბის შედეგად მიიღო თავზე ტრავმა, რის შემდეგაც აგრესული გახდა და მისი მართვა შუძლებელია. ხშირად 24 საათი ქუჩაში ატარებს. ორჯერ ჰქონდა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია... ჩართულია სოცალური სამსახური და ვცდილობთ ბავშვი ერთად გადავრჩინოთ.
გიო გვეწვა ორჯერ თბილისის ბავშვთა ფსიქიატრიულში, თუმცა ფსიქიატრიულში გვეუბნებიან, რომ გიო მათი პაციენტი არ არის და არ საჭიროებს კვლევებს... საქართველოში დანიშნულმა ყველა მედიკამენტმა უკუჩვენება მოგვცა. გიო გახდა უფრო აგრესიული და გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს ზიანს აყენებს, აგრესიით გადადის სხვებზე. რაც მედიკამენტების მიწოდება შევუწყვიტეთ, გიოს დაეწყო უნებლიე შარდვა და უძილობა. 24 საათის განმავლობაში 15-20 წუთს იძინებს, დანარჩენ დროს კი გარეთ ატარებს... ხშირად დაინახავთ ბათუმის ქუჩებში მამასთან ერთად, რომელიც დილიდან ბათუმის ქუჩებს ალაგებს.
მოგმართავთ თხოვნით, არა როგორც ფონდის დამფუძნებელი, არამედ როგორც გიოს დედა... დიახ, დედა, რადგან გიოს ერთდერთი იმედი ვართ ჩვენ. გთხოვთ მომეცით შესაძლებლობა, გიორგი წავიყვანო თურქეთში, კერძოდ სატმბოლში და გამოვიკვლიოთ თავზე, რომლის ღრებულება 3 ათასი დოლარია.
მაქვს ნებართვა მამისგან, გამოვაქვეყნო გიოს ფოტო და ფონდის ანგარიშის ნომრები.
საქველმოქმედო ზარი
0901200127
თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცემულია ანგარიშის ნომერი:
საბანკო მომსახურება
იურიდიული პირის პირადი ნომერი
61004014867
დაბადების თარიღი 03.10.1982
ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
#GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში
#GE12TB7990736080100007
$-დოლარში
#GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო
#GE94TB7990736180100002
მანანა გაბრიჭიძე