ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი 40 წლის იყო.
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში გამოთქვამენ სამძიმარს მისი მეგობრები:
"არ ვიცი რა ვთქვა... ძალიან ძალიან მეწყინა, შენნაირი კეთილი, თავისუფალი და პოზიტიური ადამიანის უდროოდ წასვლა... გვიყვარხარ და მოგვენატრები.. უფალმა გაანათლოს შენი სული" - წერს მსახიობი
ანდრია გველესიანი.
"ზუზუ იყო სუფთა და კეთილი ადამიანი ძაალიან მეწყინა, კიდევ ვერ ვიჯერებ" - წერს მოდელი თამო ვარშალომიძე. განაგრძეთ კითხვა