ლიდი რამე თქვენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ ორსულობა წარმატებით წარიმართოს.
როდესაც დაორსულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მაკითხეთ ექიმს, თქვენს და თქვენმა მეუღლემაც. ექიმი დაგინიშნავთ პროფილაქტიკურ კვლევებს და მოგამზადებთ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. სამწუხაროდ, ორსულობის განმავლობაში აღმოცენებული პრობლემების უმეტესობა ქალის ორსულობამდე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება ამიტომ წინაწარ გამოკვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის და თქვენი მომავალი შვილის ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებთ, სასურველია დაორსულებამდე 3 თვით ადრე შეცვალოთ ის კონტრაცეფციის სხვა საშუალებით. გაარკვიეთ დაცული ხართ თუ არა წითურასგან. ორსულობის პერიოდში წითურათი დაავადების შემთხვევაში ნაყოფს შესაძლოა სერიოზული პათოლოგია აღმოაჩნდეს. ამიტომ დაორსულებამდე ჩაიტარეთ გამოკვლევა რათა გაარკვიოთ გაქვთ თუ არა ორგანიზმში წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულები. თუ ორსულობას გეგმავთ, ნუ მიიღებთ მედიკამენტებს. თუ თამბაქოს მომხმარებელი ხართ, დაორსულებამდე მინიმუმ 3თვით ადრე შეწყვიტეთ მისი მოხმარება. შეწყვიტეთ ალკოჰოლის მოხმარება დაიწყეთ ვარჯიში, რათა თქვენთვის სასურველ წონას მიაღწიოთ და ორსულობის დროს მომატებულმა წონამ დისკომფორტი არ შეგიქმნათ. დაიწყეთ ფოლიუმის მჟავის მიღება. ეს B ჯგუფის ვიტამინია. კვლევებით დასტურდება, რომ ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე და გესტაციის 12 კვირამდე ამცირებს ნერვიული ღეროს დეფექტების განვითარების სიხშირეს. მისი მიღება ორსულობის დროს არ არის ასოცირებული რაიმე სახის რისკთან.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ