ტყვიით მოწამვლა ვითარდება მისი ხანგრძლივი და ქრონიკული ზემოქმედების შედეგად
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია" ტყვიით გამოწვეულ ინტოქსიკაციაზე საუბრისას პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმ სიმტომებზე ისაუბრა, რომელიც ბავშვებში სხვადასხვა ქცევის მაპროვოცირებელია.
"ბავშვებში გამოვლენილ არაერთ დაავადებას ტყვიას უკავშირებენ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჯერ ერთი, ტყვიით მოწამვლა ვითარდება მისი ხანგრძლივი და ქრონიკული ზემოქმედების შედეგად, შესაბამისად, ბავშვთან უნდა იყოს დაბინძურებული საგანი, ეს იქნება სათამაშო თუ თიხის ჭურჭელი. მძიმე მოწამვლა ვითარდება უშუალოდ იმ პირებში, რომლებიც ტყვიის საბადოში მუშაობენ ან უშუალო შეხება აქვთ ტყვიასთან.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში ტყვიით მოწამვლა, ძირითადად ეს არის ინტელექტუალური და ფსიქომოტორული შეფერხებით გამოხატული, მაგ. ბავშვი სწავლობდა პირველი სამი წელი კარგად და ქრონიკული მოწამვლის შედეგად შეწყვიტა სწავლა. არის გაღიზიანებული, ხასიათდება ყურადღების დეფიციტით. ჰიპერაქტიური გახდა, ახასიათებს ქცევითი დარღვევები.
უფრო ვრცლად კითხვებზე პასუხი იხილეთ ვიდეოში:
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს - თემურ მიქელაძე ვირუსების შესახებ