შეგიძლიათ ცნობილი ბრენდების საბავშვო კოლექციების მიხედვით შეარჩიოთ მოდური სტილი თქვენი მოზარდი შვილებისთვის ბავშვები საუკეთესო კრიტიკოსები არიან – თუ მათ სამოსი მოსწონთ, ე.ი. ის მართლაც კარგია. დღეს ბევრ ბავშვს უყვარს მოდურად ჩაცმა და თვალსაც ადევნებენ მოდის ტენდენციებს. ზოგიერთ მშობელსაც სურს, რომ მისი შვილი მოდურად იყოს შემოსილი. სწორედ მათ ვთავაზობთ 2014-15 წლების შემოდგომა-ზამთრის საბავშვო კოლექციას, ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან – დოლჩე და გაბანა ჯუნიორი, ზარა, ფენდი და სხვანი დიდ დროს უთმობენ საბავშვო სამოსს. რასაკვირველია, ყველა ვერ შეძლებს სწორედ ამ ბრენდების სამოსის შეძენას, მაგრამ ეცოდინება, დაახლოებით როგორი სტილია მოდაში და ამის მიხედვით შეარჩევს სამოსს, ფერებს, სტილს.