"ძალიან კარგად ართმევ თავს! ღვინო დევს 23-ე რიგში. ერთ დედას - მეორე დედისგან..." ბრიტანელმა ზოი ლანგერმა Facebook-ში ახალგაზრდა დედების ჯგუფში დაწერა მოულოდნელ საჩუქარზე, რომელიც მიიღო სუპერმარკეტში, უცნობი ქალისგან.
ლანგერის სიტყვებით, ის თავის პატარა გოგონასთან ერთად წავიდა მარკეტში. რაღაც მომენტში მიაწოდეს ჩანაწერი და ვაუჩერი 10 გირვანქის ოდენობით. "ძალიან კარგად ართმევ თავს! ღვინო დევს 23-ე რიგში. ერთ დედას - მეორე დედისგან. გკოცნი", - ეწერა გზავნილში.
ამ ისტორიას, რომელიც ქალების ერთმანეთისადმი სოლიდარობასა და თანადგომას გამოხატავდა, ყურადღება მიაქცია Manchester Evening News-ის პორტალმა.
ლანგერმა გააზიარა თავისი პოსტი და აღნიშნა, რომ იყო ძალიან დაღლილი, ბავშვი ცელქობდა და არ აცლიდა საქმის კეთებას. ამ უბრალო ჟესტმა კი გაუუმჯობესა გუნება-განწყობა. "ეს ჟესტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება", - ამბობს ლანგერი.
ბოლოს ზოიმ განაცხადა, რომ ასეთი ადამიანები სამყაროს უკეთესს ხდიან.
ლანგერის პუბლიკაციამ უამრავი მოწონება და კომენტარი დააგროვა. ახალგაზრდა დედებმა თანადგომა გამოუცხადეს და აღფრთოვანდნენ უცნობი ქალის საქციელით. "მოტივაცია თითოეულ ჩვეენგანს ჭირდება", - დაწერა კომენტარში ერთ-ერთმა დედამ.